მზარეულის პროფესია საქართველოში - ისევ სათაკილო თუ უკვე პრესტიჟული?
26 იანვარი, 2015
მზარეულის პროფესია საქართველოში - ისევ სათაკილო თუ უკვე პრესტიჟული? ბეჭდვა FaceBook Twitter
26 იანვრის დღის მთავარი გადაცემის თემა იყო მზარეულის პროფესია. სხვადასხვა ქვეყანაში ეს პროფესია სხვადასხვა დონეზეა განვითარებული. არის ქვეყნები, სადაც მზარეულის პროფესია პრესტიჟულად ითვლება და მათ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ, მაგრამ ვითარება ყველგან ერთნაირი არა არის. მზარეულის საქმიანობა ზოგისთვის სათაკილოც კია გარკვეული სტერეოტიპების გამო.

საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ მზარეულის პროფესიის მიმართ საქართველოში? შეიცვალა თუ არა სტერეოტიპები? რას ფიქრობენ ახალგაზრდები და მშობლები, რომლებიც შვილების არჩევანზე ახდენენ გავლენას?






გადაცემაზე მუშაობდნენ „წიგნის მეგობრების“ ახალგაზრდები: ნინო ივანიშვილი, ელენე ტურაშვილი, ნინო გეგენავა, კახი მალანია, ნიკა ბუსქანძე, ნინო ტაბაღუა. ჯგუფს „თავისუფალი ასოციაციიდან “ მარიამ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE