ახალი ათონი დღეს
13 აგვისტო, 2020
ახალი ათონი დღეს ბეჭდვა FaceBook Twitter
სასიამოვნოა ადამიანებისგან დაცლილ ქალაქში სეირნობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტურისტებს ვგულისხმობ. აფხაზეთში პირველ აგვისტომდე რუსეთიდან გადმოსვლა აკრძალული იყო, შემთხვევით ვისარგებლე და უმშვენიერეს ქალაქ ახალ ათონში გავემგზავრე. For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

ტურისტების ნაკლებობა მაღაზიებისა და კაფეების საქმიანობაზე ცუდად აისახა, თითქმის ყველაფერი დახურული იყო. ღია რაც დამხვდა, იქაც პროდუქტებისა და მენიუს არჩევანი ძალიან მწირი იყო. სამაგიეროდ სასტუმროების ფასი დაეცა. კარგი ნომერი ხედით მთებისკენ ვიქირავე და ქალაქში სახეტიალოდ გავეშურე.


ახალი ათონი

პარკში გავისეირნე, მტრედები დავაპურე, რძიანი კოქტეილი დავლიე, მდინარე ფსირცხის ხეობა მოვინახულე, სადაც წმინდა მოციქული სვიმონ კანანელია დაკრძალული. ასევე, სუფთა და თბილ ზღვაშიც ვიბანავე. საღამოს კი აივნიდან მთების ცქერით დავტკბი.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.