ხელოვანი რაჭიდან
21 აგვისტო, 2020
ხელოვანი რაჭიდან ბეჭდვა FaceBook Twitter
მარიკა დოხნაძე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში ცხოვრობს.

მარიკა სხვადასხვა მასალზე მუშაობს და მისი დიზაინით მოწყობილ სახლსა და ეზოში, გრაფიკული ნამუშევრების გარდა, თექაზე შესრულებულ ნაშრომებსაც ნახავთ, ეზოში კი ქვის ბარელიეფებსა და სხვადასხვა ფორმის ფიგურას.

For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

ხელოვანი მათ ფორმის შესაბამის სახელებსაც ეძახის: ლოკოკინა, დედა-შვილი კუ, ზღარბი, პეპლები, დევის ფეხები... ამბობს, რომ ორ ფიგურას მასა და მის ქმარსაც ადარებენ. რამდენიმე ნამუშევარი გაყიდა, თუმცა, მისთვის გამორჩეულად საყვარელს შეთავაზებული დიდი თანხის სანაცვლოდაც ვერ შეელია. ძველ, ერთი შეხედვით, სარგებლობადაკარგულ ნივთებს აახლებს, ღებავს, ნახატებითა და ფიგურებით აფორმებს.

სამი წლის წინ, ოჯახმა საკუთარი სახსრებითა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტით „ღვინის სახლი“ მოაწყო, რომლის სტუმრებსაც საინტერესო ინტერიერსა და მათ მიერ დაწურულ ხვანჭკარას სთავაზობენ. ოჯახი „ღვინის სახლის“ ექსტერიერზე ახლაც მუშაობს, ახალ დეტალებს ამატებს და აფართოებს. მარიკა დოხნაძე ამბობს, რომ ტურისტებს ახლაც მასპინძლობენ, მაგრამ პანდემიის დაწყებამდე, „ღვინის სახლს“ მეტი ადამიანი სტუმრობდა. მსოფლიო პანდემია მის ნამუშევრებზეც აისახა და კორონავირუსის თემაზე ნახატი შექმნა.
რაჭა

მარიკა დოხნაძე ამბროლაურის სამხატვრო სკოლის დირექტორია და აქვე ასწავლის.
„ხანდახან გეტყვიან... უი, რატომ შემორჩი აქ? - არ მიყვარს ასე ნათქვამი. სადაც ხარ, იქ უნდა გააკეთო შენი საქმე,“ - ამბობს ხელოვანი.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.