გასტრონომიული ფორუმი სოხუმში
20 მაისი, 2021
გასტრონომიული ფორუმი სოხუმში ბეჭდვა FaceBook Twitter
For English scroll down

სოხუმში, აფხაზური პროდუქციის გამოფენა საერთაშორისო ტურისტული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს პროდუქტების დაგემოვნება და მოწონების შემთხვევაში, შეძენაც შეეძლოთ.
გამოფენაზე გამოტანილი იყო: ღვინო, ყველი, აჯიკა, ლიმონათი, კომპოტი, ხილის კანფეტები, თხილი, ჯემები, ჩაი, მარწყვი და ბევრი სხვა რამ.

ღონისძიების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ გასტრონომიული ტურიზმი აფხაზეთის პერსპექტიული მიმართულებაა, რომლის განვითარებაც შესაძლებელია და საჭიროც.
გასტრონომიული ფორუმი

პროდუქციის ყველა სახეობა აფხაზეთშია მოყვანილი და წარმოებული, სწორედ ამიტომაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ და ეკოლოგიურად სუფთად ითვლება.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


In the framework of International Tourism Forum, an exhibition of products made in Abkhazia was held in Sokhumi. The guests of the event could get a taste of the products, and in case of interest, they could buy them. One could see: wine, cheese, ajika, lemonade, compote, fruit candies, nuts, jams, tea, strawberries and much more…

The organizers of the event think that gastronomic tourism has a promising potential in Abkhazia, therefore, its development is much needed and important.

All types of the were grown and produced in Abkhazia, that is why they are considered to be good for health and at the same time ecologically clean.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.