აფხაზური ცხოვრება
30 მაისი, 2021
აფხაზური ცხოვრება ბეჭდვა FaceBook Twitter
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლეობა იყო. სამიწათმოქმედო კულტურებიდან ძირითადად, მოჰყავდათ: ფეტვი, ღომი, ქერი, სიმინდი, თამბაქო; ბოჭკოვანი კულტურებიდან კი – სელი, კანაფი და ბამბა. მევენახეობასაც მისდევდნენ. აფხაზთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ნადირობასა და მეფუტკრეობას ეჭირა, ეწეოდნენ ტყის მეფუტკრეობასაც – გარეული ფუტკრის თაფლის შეგროვებას.

აფხაზების ტრადიციული საკვები "აბასტას" ანუ ღომის ფაფა იყო, ფეტვის ბურღულისაგან ამზადებდნენ, რომელიც XIX საუკუნეში სიმინდის ფქვილმა შეცვალა. წარსულში ღომს ცივად მიირთმევდნენ, მაგიდაზე დაჭრილი მიჰქონდათ.

My Page

აფხაზები ცხოვრობდნენ ჩალით დახურულ და თიხით შელესილ მრგვალ, მოწნულ ერთკამერიან საცხოვრებლებში. აგრეთვე, მრგვალი გადახურვის ერთკამერიანი ოთხკუთხა ფიცრული სახლიც არსებობდა. ასეთ სახლში შეძლებული ფენა ცხოვრობდა. ერთ-ერთ კედელთან მიწის იატაკზე მოწყობილი იყო ღია კერა. ეზოში სამი საცხოვრებელი ედგათ: ოჯახისთვის, ახალდაქორწინებულებისა და სტუმრებისთვის. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად ჰქონდათ მორთული. XIX საუკუნის შუა ხანებიდან აფხაზებმა დასავლურ-ქართული "ოდის" ტიპის სახლების მშენებლობა დაიწყეს. აფხაზური სოფლები ძირითადად, ტყის მასივებში იყო გაშენებული, რაც ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი და თავდაცვითი ფუნქციით იყო განპირობებული.

აფხაზთა შორის სტუმართმოყვარეობა ტრადიციებს შორის უმაღლეს ადგილს იკავებდა. უცხო სტუმარს არასდროს ეკითხებოდნენ, ვინ იყო, საიდან მოდიოდა.


მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/), ეროვნულ არქივში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


In the XIX century and the beginning of the XX century cattle breeding was the main field of Abkhazian agriculture. The main agricultural crops were millet, barley, corn, tobacco; from fiber crops - flax, hemp and cotton. Abkhazians were winegrowers too. Hunting and beekeeping had a special place in the life of this people; they were actively engaged in forest beekeeping - collecting wild bee honey.


The traditional food of the Abkhazians was "Abasta" or Ghomi porridge, made from millet groats, which was replaced by corn flour in the 19th century. In the past, the porridge was eaten cold - served cut on the table.


Abkhazians lived in a round, clay plastered one-room dwelling that was usually covered with straw. There were also a single-chamber rectangular log house with a round roof. In such houses usually there lived the richer community. An open hearth was arranged on the ground floor near one of the walls. There were three dwellings in the yard: for the family, for the newlyweds, and for the guests. This last one was best decorated. From the middle of the 19th century, Abkhazians started building houses of the Western Georgian "oda" type. Abkhazian villages were mainly cultivated near or in the forests, which was due to the natural-geographical environment and defensive function.


Hospitality among Abkhazians stood on the highest place among all traditions. An Abkhazian would never ask a stranger whoever he was, where he was coming from…

The photos used in the material are protected:

At the National Library of Parliament (photos are available at the National Library Digital Library "Iverieli", link: http://dspace.nplg.gov.ge/), at the National Archives.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.