აფხაზეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მოამაგე
22 ოქტომბერი, 2021
აფხაზეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მოამაგე ბეჭდვა FaceBook Twitter
XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთს კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ცნობილი საზოგადო მოღვაწე მარიამ დადიანი-ანჩაბაძე იყო. მისი მცდელობით 1903 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება შეიქმნა. იგი გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით საზოგადოების ფილიალები ჩამოყალიბდა ოჩამჩირესა და გუდაუთაში.
მარიამ დადიანი-ანჩაბაძე ასევე, ხელმძღვანელობდა სამკითხველო დარბაზების გასხნას, ქართული პერიოდიკის გავრცელებას. მისი დაუღალავი მცდელობისა და საქმიანობის შედეგად აფხაზეთში ქართული სკოლის დაარსებისა და ქართული ენის სწავლების საკითხი წარმატებით განხორციელდა. მის მიერ დაარსებული სკოლის შენობაში მოგვიანებით სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა.


My Page

მარიამ დადიანი-ანჩაბაძემ 1904 წელს აფხაზეთში მიიწვია ხალხური სიმღერების შემსრულებელი მომღერალი და მგალობელი ძუკუ ლოლუა, რომელმაც 80-მდე მომღერალი შეკრიბა და „დასავლეთ ქართველთა ხალხურ მომღერალთა გუნდი“ ჩამოაყალიბა. ძუკუ ლოლუამ მოიარა აფხაზეთის სოფლები და ჩაწერა აფხაზური სიმღერები, რომელიც შემდეგ შეისწავლა და გუნდის რეპერტუარში შეიტანა. მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ორგანიზებითა და ხელშეწყობით სოხუმში იმართებოდა კულტურული საღამოები, სპექტაკლები, რამაც აფხაზეთში სასცენო ხელოვნების განვითარებას ხელი შეუწყო. მისი მოწვევით 1914 წელს აფხაზეთში იმყოფებოდა პოეტი აკაკი წერეთელი.

მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.


Mariam Dadiani-Anchabadze, a well-known public figure, was one of the main creators of cultural and educational life in Abkhazia in the late 19th and early 20th centuries. Through her efforts, in 1903, the Sokhumi branch of the Literacy Society was established. She was the permanent chairman of the board. Branches of the community were later established in Ochamchire and Gudauta also.

Mariam Dadiani-Anchabadze also led the opening of reading halls and the distribution of Georgian periodicals. As a result of her tireless efforts and activities, the issue of establishing a Georgian school in Abkhazia and teaching the Georgian language was successfully implemented. The Sokhumi Pedagogical Institute later functioned in the school building founded by her.

Mariam Dadiani-Anchabadze invited folk singer Dzuku Lolua to Abkhazia in 1904, who gathered about 80 singers and formed the "Western Georgian Folk Singers Choir". Dzuku Lolua toured the villages of Abkhazia and recorded Abkhazian songs, which he then studied and included in the choir's repertoire. Mariam Dadiani-Anchabadze organized and supported cultural events and performances in Sokhumi, which contributed to the development of performing arts in Abkhazia. it was at her invitation, when the poet Akaki Tsereteli visited Abkhazia in 1914. 


The photos used in the material are protected:

at the State Museum of Georgian Literature.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.