ღვინის კულტურა სომხეთში
14 ნოემბერი, 2021
ღვინის კულტურა სომხეთში ბეჭდვა FaceBook Twitter
მევენახეობა სომხეთის ტერიტორიაზე ჩვენს ერამდე მრავალი წლით ადრე დაიწყო. სომხეთში ბევრი ველური ვაზი იზრდება და უმეტესობა ადგილობრივი წარმოშობის არის. ჭურჭელი ღვინის ნარჩენებით, ყურძნის წიპწებითა და ღვინის დასამზადებელი ხელსაწყოები სოფელ არენის მახლობლად აღმოაჩინეს, რომლებიც 6000-ზე მეტი წლით თარიღდება. ნაპოვნი სხვადასხა პერიოდის ყურძნის ნაშთები აჩვენებს, რომ ღვინის კულტურის სწრაფ განვითარებას კლიმატური პირობები და ველური ვაზის არსებობა განაპირობებდა. შედეგად, სომხეთის სხვადასხვა ადგილას ბუნებრივი გადარჩევისა და ადამიანის ფაქტორის ზემოქმედების შედეგად 200 აბორიგენული ჯიში ჩამოყალობდა.
სომხეთში, მევენახეობის ცენტრად ითვლება: ვაიოც ძორი, არარატი, არმავირი, არაგაცოტნი, ტავუში, ნაწილობრივ კოტაიკი და სიუნიკი, ასევე, არცახიც. ამ ადგილებში ვაზი ზღვის დონიდან 600-1800 მეტრზე იზრდება. სომხეთში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა. მხოლოდ 2020 წელს მათ 11 მლნ ბოთლი ღვინო აწარმოეს, უმეტესობა ექსპორტისთვის.

My Page

სომხეთში ენოტურისტული ცენტრები და ღვინის ტურიზმიც ვითარდება. ერევანში, ყოველწლიურად ღვინის დღეები ეწყობა. ბოლო წლების განმავლობაში ღონისძიების სტუმრების რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.