საახალწლო ბაზრობა სოხუმში
21 დეკემბერი, 2021
საახალწლო ბაზრობა სოხუმში ბეჭდვა FaceBook Twitter

სოხუმის საახალწლო ბაზრობაზე კერამიკოსებმა, ფლორისტებმა, მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. არჩევანი დიდი იყო, შემოგხვდებოდათ სასაჩუქრე ნაკრებები, ზღვის ქვებისგან დამზადებულ სამკაულები, კერამიკული და ნაქსოვი პროდუქცია, სხვადასხვა სახეობის ყვავილი.


გამოფენა საახალწლო თემატიკას მიეძღვნა. ყველაფერ სხვასთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა დეკორატიული ნაძვები, ბურთები, მისალოცი ბარათები, ერთ-ერთ ბარათზე ამერიკული ფილმის "მარტო სახლში" გმირი იყო გამოსახული.

ახალი წელი სოხუმში

თქვენს ყურადღებას ასევე, მიიპყრობდა ძველი ავტომობილი, რომელიც ოდესღაც აფხაზ მწერალ გიორგი გულიას ეკუთვნოდა. მანქანა 1953 წელს შეიძინა. ორგანიზატორებმა ავტომობილის სახურავზე ნაძვის ხე განათავსეს.

ბაზრობაზე განსაკუთრებულ განწყობას საახალწლო მუსიკაც ქმინდა.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.