საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
07 ოქტომბერი, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთმა სტუდენტმა და სტუდენტური თუ სხვა პროფილის ორგანიზაციამ მიმართა. ვინაიდან ამ საკითხის მიმართ ინტერესი დიდია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაინტერესებულ სტუდენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარამომადგენლებით დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან გამართავს შეხვედრას. 

მიმდინარე კვირაში მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება. შეხვედრის ორგანიზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსს, ბ-ნ ვალერი გობრონიძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220".