ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ევროპულ კვლევით პროექტებში
07 ოქტომბერი, 2014
ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ევროპულ კვლევით პროექტებში ბეჭდვა FaceBook Twitter
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრებიან.

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ მდივანთან ირინა ბოკოვასთან და ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის პერსპექტივები განიხილება. შედგება მოლაპარაკება ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება თეორიული ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებს მიექცევა.

სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილება მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივები და კონკრეტული ამოცანები მსოფლიოში მეცნიერების განვითარაზე. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა განვითარებადი ქვეყნების ჩართულობა მეცნიერების დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და თანამედროვე კვლევით საქმიანობაში მონაწილეობისთვის.