კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა
14 ნოემბერი, 2014
კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა ბეჭდვა FaceBook Twitter
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ადასტურებენ. 

კახა ბენდუქიძე ლონდონში გადაყვანამდე შვეიცარიაში იმყოფებოდა სამკურნალოდ.