“ფრიდრიხ ნიცშე და თანამედროვეობა”
18 ნოემბერი, 2014
“ფრიდრიხ ნიცშე და თანამედროვეობა” ბეჭდვა FaceBook Twitter

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", სტუდენტური პროექტის ,,Sapere Aude" ფარგლებში, საჯარო ლექცია: ,,ფრიდრიხ ნიცშე და თანამედროვეობა" გაიმართა.


ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა (გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი) კოკა ბრეგაძემ წაიკითხა.

კოკა ბრეგაძემ ფრედრიხ ნიცშეზე და მის ნოველაზე ,,ზარატუსტრა" ისაუბრა: ,,ნიცშეს ნაწარმოები ,,ზარატუსტრა" ოთხი პოსტულატისგან შედგებოდა. იგი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ,,ერთი და იგივეს მუდმივი დაბრუნება", ,,ღმერთის გარდაცვალების" ქარაგმა, ,,ყოფიერების გაგება, როგორც ნება" და ზეადამიანის ,,წინასწარმეტყველება". ნიცშე მტკივნეულად განიცდიდა ღმერთის დაკარგავს"- აღნიშნა კოკა ბრეგაძემ.

ლექციას სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

,, მომავალი ფსიქოლოგი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ლექცია. ვფიქრობ, ინფორმაციულთან ერთად, საინტერესო და რაც მთავარია,  მონოტონური არ იყო" - გვითხრა ქეთი უგულავამ.

ლექციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება: ,, ეს მოხსენებები სამი წელია, რაც ინტენსიურად იმართება, პროექტის ,, Sapere Aude" ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ყველა ადამიანს დავუთმოთ ასპარეზი და საშუალება მივცეთ, ნებისმიერ თემაზე წაიკითხონ მოხსენება. გვინდა, რომ განსაკუთრებით სტუდენტები გააქტიურდნენ და შეძლონ ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი აზრის დაფიქსირება"- აღნიშნა ანა თურმანიძემ, პროექტის ორგანიზატორმა.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგძელდა, კოკა ბრეგაძემ აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს უპასუხა.