დისკუსია უკრაინაში არსებულ შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე
27 ნოემბერი, 2014
დისკუსია უკრაინაში არსებულ შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე ბეჭდვა FaceBook Twitter

"კავკასიური სახლის" ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინაში არსებულ შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე დისკუსია გაიმართა.


დისკუსიას პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე იაროსლავ კოვალჩუკი, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე ვიქტორ სლინჩაკი, "კავკასიური სახლის" თავმჯდომარე გიორგი კანაშვილი, ასევე, სხვა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

დისკუსიაზე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები, ყირიმის ანექსიის და დონბასში განვითარებული უახლესი მოვლენები განიხილეს.

"კავკასიური სახლის" თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე.

"წლებია უკვე საქართველოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ჩვენი დაძაბული ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის და ის სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ყველას გახსოვთ 2008 წლელი, სადაც ასობით ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთი დღეს ანექსიას ანხორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ეს ანექსია თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ უკრაინაში არსებულ ვითარებას" - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის, საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იაროსლავ კოვალჩუკიმ რუსეთის აგრესიასა და უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლებზე გაამახვილა ყურადღება.

"რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, იგივეს აკეთებს ის უკრაინაშიც. მათი პოლიტიკის შედეგი გარდაცვლილი ადამიანები და წართმეული მიწებია. გამოსავალის მოძებნა მხოლოდ ომში არ არის, მართალია, საერთაშორისო საზოგადოება გმობს უკრაინაში და საქართველოში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების პრობლემები მოგვარდება. ქვეყანას მეტი მხარდაჭერა სჭირდება მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი საქართველოა" - აღნიშნა იაროსლავ კოვალჩუკიმ.

სტუდენტების აზრით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთ შორის არსებლი ვითარება, ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი დისკუსიები ხშირად უნდა იმართებოდეს.
"უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კომფლიქტი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა, მითუმეტეს, როცა პარალელებს საქართველოზეც ავლებენ. დღეს ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ თავად უკრაინის წარმომადგენლების შეხედულებები და მათი აზრი მოვისმინე. ჩემთვის პირადად, საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ დაიწყო კომფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის. ვფიქრობ, ცუდია, რომ ჯერ კიდე ვერ მონახეს კომფლიქტის მოსაგვარებელი გზა. მიმაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები უნდა იმართებოდეს ხშირად, რადგან ახალგაზრდებმა მივიღოთ მეტი ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე"- გვითხრა თსუ-ს  სტუდენტმა სალომე ხოშებაევმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "კავკასიურმა სახლმა" დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით. "კავკასიური სახლის" ინფორმაციით, პროექტს ორი მიზანი აქვს. ერთი მხრივ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, საქართველოში უკრაინელი და რუსი საშუალო რანგის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრების მეშვეობით; და მეორე მხრივ, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, საქართველოს გამოცდილების გაზიარების საშუალებით.