ლევან ბერძენიშვილი „ჰამლეტის“ შესახებ
02 მარტი, 2015
ლევან ბერძენიშვილი „ჰამლეტის“  შესახებ ბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციის თემა უილიამ შექსპირის "ჰამლეტი"იყო. მომხსენებელმა აღნიშნული ნაწარმოების რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრა და მათი შედარებითი ანალიზი გააკეთა. აგრეთვე აღნიშნა მისი ღირსებები და ქართველ პოეტებთან პარალელიც გაავლო. ბოლოს კი, ზოგადად, ნაწარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სტუმართა რიგებში, ძირითადად, ახალგაზრდებს ვხედავ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ლიტერატურა მოსწონთ და აინტერესებთ. აქედან ვასკვნით, ბრალდება, რომ ახალი თაობა წიგნებს მთლად დაშორდა, უსაფუძვლოა. მიხარია, რომ თქვენ გვერდით ვარ და ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ" – თქვა მან.

აღნიშნულმა ლექციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მას 100–ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა გვითხრა, ლევან ბერძენიშვილის ლექციები ყოველთვის გამორჩეულია.

"ლევან ბერძენიშვილი ჩემი საყვარელი სპიკერია. ის ძალიან განათლებული ადამიანია. აკადემიურთან ერთად, მას აქვს პრაქტიკული გამოცდილებაც. ორატორული ნიჭითაა დაჯილდოებული. როცა ის საუბრობს, თითქოს "გაჯადოებს". ვფიქრობ, მისი ერთ–ერთი საუკეთესო უნარია ის, რომ ძალიან რთული სათქმელის მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა შეუძლია" – გვითხრა სტუმარმა გურამ ბიბიჩაძემ.

დღევანდელი შეხვედრა პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში შედგა. როგორც ილიას უნივერსიტეტში გვითხრეს, იგი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და მომავალში არაერთ საინტერესო ლექციას გაუწევს ორგანიზებას.