ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება
15 ივნისი, 2015
ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება ბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება" 2015 წლის 11 მაისს დაარსდა.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქართველოში სოციოლოგიის განვითარებაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს შრომის ბაზარი, სადაც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები შეძლებენ მუშაობას. სწორედ მსგავსი პრობლემების სიმწვავის შედეგად გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. 

,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების" მთავარი დამფუძნებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სოსო მეზვრიშვილია. ორგანიზაციას ჰყავს მმართველი საბჭო, რომელიც სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისაგან შედგება:

"ამჟამად ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 20 სტუდენტი. გარდა ამისა, გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან ლექტორები. მონიტორინგს გვიწევენ კვლევების განორციელებისას, რამდენად სწორად გვაქვს კვოტები, შევსებული ანკეტები, გაკეთებული ანალიზი და ა.შ" - აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქართველოში სოციოლოგიის უკეთ დანერგვას ემსახურება, ასევე მასში ჩართული სტუდენტების განვითარებას, როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო, თეორიული კუთხით, რაც გულისხმობს იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანას, რასაც სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლობენ:

,,ჩვენი მიზანი იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანაა, რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობთ. ვინაიდან სოციოლოგია და სოციოლოგიური კვლევები აერთიანებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ოთხივე მეცნიერებაში, როგორც პრაქტიკული, საველე, ასევე სამეცნიერო კუთხით. ჩვენი მიზანია, შევძლოთ და საქართველოში დავნერგოთ, განვავითაროთ სოციოლოგია და სოციოლოგიურ კვლევები. სოციალურ საკითხებზე ვიმუშავოთ სოციოლოგებმა და არა ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელმა, რომლებიც ამის გაკეთებას იბრალებენ" - აღნიშნა სოსო მეზვრიშვილმა.

მიუხედავდა იმისა, რომ ორგანიზაცია ახალი დაფუძნებულია, მისმა ორგანიზატორებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ტრენინგისა და კვლევითი პროექტის განხორციელება. ბოლო პროექტი, რომელიც ახლახან დაასრულეს, დემოგრაფიულ კვლევას ეხებოდა, რომელიც ექსპრეს გამოკითხვის მეთოდით თბილისში ჩატარდა და 300 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა მოიცავდა ახალგაზრდებს 17 წლიდან 35 წლამდე და მათი რეპროდუქციული ქცევის შესწავლას ითვალისწინებდა.

ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ კვლავ იგეგმება კვლევითი პროექტების განხორციელება. რაც შეეხება სამეცნიერო მუშაობას, ამჟამად აქვთ მიწვევა რამდენიმე კონფერენციაზე, სადაც საკუთარი კვლევის შედეგები უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, მიწვევა აქვთ ინგლისურენოვან კონფერენციაზე, რომელიც სექტემბრისათვის იგეგმება.