საგრანტო პროგრამა "იმოქმედე ახლა"
22 აპრილი, 2020
საგრანტო პროგრამა "იმოქმედე ახლა" ბეჭდვა FaceBook Twitter
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის.
საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

** COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
** ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
** ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
** COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.

საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება - კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, (EWMI) ACCESS მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში - 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე