"თავისუფალი ზონის" ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება
09 ივლისი, 2013
"თავისუფალი ზონის" ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის საქალაქო სასამართლოში დათო გოგოხიას, ლაშა რუხაიას და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ "დინამო არენასთან" "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა - "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". ასევე, მათი თქმით, პოლციელებმა გოგონებს მსუბუქი დაზიანება მიაყენეს და პლაკატები ჩამოართვეს.

"თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს - მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.

პროცესზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: შოთა მალაშხია, ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით საყვარელიძე მივიდნენ. საქმეს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე განიხილავდა.


სასამართლო სხდომა 10 ივლისს 17 საათზე გაგრძელდება.