ახალგაზრდები სამების ეზოში გახსნილი აუზისა და კაფის შესახებ
22 ივლისი, 2013
ახალგაზრდები სამების ეზოში გახსნილი აუზისა და კაფის შესახებ ბეჭდვა FaceBook Twitter
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საცურაო აუზი და კაფე ,,ლაღიძის წყალი" გაიხსნა.


კაფე სტუმრებს უკვე ორი თვეა მასპინძლობს, ხოლო საცურაო აუზი სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. იგი მხოლოდ ბავშვებს ემსახურება და აუზით სარგებლობა უფასოა. კაფე განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.


საინტერესოა, რამდენად მართებულად მიიჩნევენ ტაძრის ეზოში კაფისა და აუზის გახსნას ახალგაზრდები.