ახალგაზრდები ნათარგმნ წიგნებსა და „არგახმოვანებულ“ ფილმებზე
22 დეკემბერი, 2014
ახალგაზრდები ნათარგმნ წიგნებსა და „არგახმოვანებულ“ ფილმებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
22 დეკემბერს „ახალგაზრდული თავისუფლების“ მთავარი თემა წიგნების თარგმნისა და კინოთეატრებში ფილმების გახმოვანების პრობლემა იყო.

დღესდღეობით ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია კინო, სწორედ ამიტომ ისინი ხშირად დადიან კინოთეატრებში გართობის, განტვირთვის, ან უბრალოდ ახალი ფილმისადმი უსაზღვრო ინტერესის გამო. ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ფილმების არაქართულენოვანი გახმოვანებითაა გამოწვეული.

იხილეთ




რაც შეეხება ნათარგმნ მხატვრულ ლიტერატურას. მოგეხსენებათ, პირველი, რაც მკითხველს წიგნში იზიდავს, ეს მისი სათაურია, ის ერთგვარად ზეგავლენას ახდენს მკითხველის განწყობისა თუ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში კონკრეტული წიგნის მიმართ. ზოგ შემთხვევაში თარგმნის შეუსაბამობა ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში. ეს არა მარტო სათაურს ეხება, არამედ მთლიანად წიგნს, რომლის თარგმნის ვარიანტიც იშვიათად, მაგრამ მაინც არ ემთხვევა ხოლმე ორიგინალის ზუსტ შინაარს, ან ნაკლები მხატვრული ხერხებით არის გადმოცემული.

იხილეთ






გადაცემაზე მუშაობდნენ „წიგნის მეგობრების“ ახალგაზრდები: ნინო ივანიშვილი, ელენე ტურაშვილი, ნინო გეგენავა, კახი მალანია, ნიკა ბუსქანძე, ნინო ტაბაღუა. ჯგუფს „თავისუფალი ასოციაციიდან “ მარიამ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary