17 სექტემბერი, 2020
16 სექტემბერს, ფაბრიკაში, პროექტის "ფოტოისტორიები "რეგიონიდან""პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს გაეცნო. ფოტოისტორიები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების, არსებული საინტერესო ადგილებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადდა, მათ შორის: სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონში, ცხინვალში.
11 სექტემბერი, 2020
5 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბავშვები სკოლაში 6 თვეა არ ყოფილან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.
02 სექტემბერი, 2020
მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომლოცველები შეკრებას 27 აგვისტოს იწყებენ. ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელში მარიამობის დღესასწაულს ხვდებიან.
სოფელი მრავალძალი ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს.
01 სექტემბერი, 2020
„თაფლი უნდა შეაგროვო აგვისტოში,“-მეუბნება ნაცნობი მეფუტკრე სოფელი მერხეულიდან და პარალელურად კოვზს ახალგადმოწურულ თაფლიან კასრში ჰყოფს.
„გასინჯე, ისეთი თაფლი როგორც აფხაზეთშია, არსად არაა. აქ სხვა ჰაერი, ბუნება და სილამაზეა“. მართლაც, რთულია მასპინძელს არ დაეთანხმო, გემოს ვერაფერს შეადარებ. მიყვება, რომ მეფუტკრეობა ჰობია, მიწა მერხეულში დიდიხნის წინ იყიდა, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში, 90-იანების დასაწყისში.
31 აგვისტო, 2020
მართალია, ოსურმა ღვეზელებმა საერთაშორისო ბრენდის ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიც შეხვდებით, მაგრამ ოსები თვლიან, რომ რასაც სამხრეთის ოსეთის ფარგლებს გარეთ აცხობენ, რთულია უწოდო ოსური ღვეზელი. მიზეზი ბევრია: ცომი, შიგთავსი, ზომა, მიწოდების ფორმა. ნებისმიერ ოსს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, დაგემოვნებისას შეუძლია თქვას, როგორი ყველისგან არის მომზადებული ღვეზელი.
26 აგვისტო, 2020
სოხუმში მუჰაჯირების სანაპიროზე ღია ცისქვეშ გამოფენა სახელწოდებით „Art Objects” გაიმართა. ექსპოზიციაზე ინტერიერის ნახატები წარმოადგინეს. ავტორი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლერა კეტიაა.