სპორტული ტურიზმის სახეობა
10 ივნისი, 2015
 სპორტული ტურიზმის სახეობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თუ თქვენ ლაშქრობა გიყვართ, ეს გადაცემა არ უნდა გამოტოვოთ!
როგორც უკვე მიხვდით, 11ივნისის დღის მთავარი გადაცემის თემაა 'ლაშქრობა.
ლაშქრობა — სპორტული ტურიზმის სახეობაა. მოგზაურის ფეხით მგზავრობას, თავშესაფარისა და სურსათის ზურგით ტარებას, როგორც წესი, ტურისტულ ლაშქრობას უწოდებენ.
მისი პოპულარობის გამო არსებობს ფეხით მოგზაურობის უამრავი ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს რადიო "ახალგაზრდული თავისუფლების" ეთერში საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბექა ბუხრაშვილი.

გადაცემაში ასევე მოისმენთ სტუდენტების დამოკიდებულებას ლაშქრობის მიმართ და ინტერვიუს ერთ-ერთ აქტიურ მოლაშქრესთან, ზურა თაბუკაშვილთან.

გვისმინეთ ხვალ საღამოს, 21 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: ნინი კალანდაძე, ლედი ცინდელიანი, ანი კვაშალი, მარი წიკლაური. ჯგუფის ხელმძღვანელი: ნინი ქეთელაური. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary