"მივიწყებულთა დაფასება" - ინტერვიუ კობა კობალაძესთან
25 ივნისი, 2016
"მივიწყებულთა დაფასება" - ინტერვიუ კობა კობალაძესთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მეორე მსოფლიო ომის ამბებს ხშირად იხსენებს, მერე ნელა მიუყვება კიბეებსა და დამსახურებისთვის მიღებული მედლებით იწონებს თავს, რომელიც გახუმებულ კოსტიუმს წლებია უმშვენებს.
92 წლის ჟორა ბლუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. მას და მის თანამებრძოლებს უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეთი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული- დიდხანს ნამსახური, ომგადახდილი მებრძოლი, დამსახურებული მუშაკი, მოღვაწე.
საქართველოს ისტორიას თუ გავითვალისიწინებთ, ჩვენს ქვეყანას ბევრი ვეტერანი ჰყავს. მათი რაოდენობა 75 000-ს აჭარბებს. არსებობს ვეტერანთა განსხვავებული კატეგორიები. მეორე მსოფლიო თუ სამოქალაქო ომმა ათასობით ადამიანი აქცია ვეტერანად.

ისინი საზოგადოების მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებენ. სახელმწიფოსგან ზრუნვის პირდაპირი მოვალეობა კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აკისრია. სწორედ ამ უწყების დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საუბრობს ვეტერანების სოციალურ მდგომარეობასა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

საკანონმდებლო ცვლილების თანმახმდა ვეტერანთა დახმარების ძირითად პრიორიტეტად ჯანდაცვის სფერო განისაზღვრა.
მთავარია, საზოგადოების ეს საპატიო წევრები 365 დღიდან მხოლოდ ერთ დღეს არ გვახსოვდეს და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციას მსმენელს პერიოდულად ვაწვდიდეთ.



გადაცემაზე მუშაობდა ანა ურუშაძე

რედაქტორი ნინო ტაბაღუა 

ტექნიკური რედაქტორი დათა ბარათაშვილი

თქვენ უსმეთ "თავისუფალ რადიოს".








Carpet Cleaning Calgary