ანონსი
„მე ვხედავ მზეს“
15 ივლისი, 2014
16 ივლისს 19:00 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება "ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის" და " საქართველოს უსინათლოთა კავშირის" ერთობლივი კულტურული ღონისძიება კავშირის წევრების, ქართველი ახალგაზრდა პოეტებისა და მომღერლების მონაწილეობით.
იულია კრისტევას წიგნის ”ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია” პრეზენტაცია
15 ივლისი, 2014
16 ივლისს 18:00 საათზე სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გიწვევთ იულია კრისტევას წიგნის "ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია" პრეზენტაციაზე.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია
14 ივლისი, 2014
15 ივლისს 15:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია
14 ივლისი, 2014
15 ივლისს 18:30 საათზე სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია მართავს დისკუსიას თემაზე - "მარიხუანას დეკრიმინალიზაცია".
ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია
14 ივლისი, 2014
15 ივლისს 20:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
„არამდგარადი სახელმწიფოების ინდექსი და საქართველო მყიფე სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში“
13 ივლისი, 2014
14 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი "დოქტრინა ბიზნეს რევიუ" წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე - "არამდგარადი სახელმწიფოების ინდექსი და საქართველო მყიფე სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში".






Carpet Cleaning Calgary