ანონსი
საქართველოს ისტორიული საგარეო ურთიერთობები და დღევანდელობა
22 სექტემბერი, 2014
23 სექტემბერს 18:00 საათზე "დავითიანნში" გაიმართება შეხვედრა სერგი კაპანაძესთან თემაზე - საქართველოს ისტორიული საგარეო ურთიერთობები და დღევანდელობა.
„დაიცავი თსუ“
22 სექტემბერი, 2014
23 სექტემბერს 15:00 საათზე თსუ-ს სტუდენტები თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ მოთხოვნით, რომ სასწავლებლის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე სასწრაფოდ შეწყდეს იმგვარი ობიექტების მშენებობა, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საუნივერსიტეტო პროცესთან და ხელს შეუშლის საუნივერსიტეტო სივრცის სამომავლო განვითარებას.
საჯარო შეხვედრა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან
19 სექტემბერი, 2014
20 სექტემბერს 18:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" სამოქალაქო აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით ტარდება საჯარო შეხვედრა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან - ლაშა შაყულაშვილთან.
პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია
18 სექტემბერი, 2014
19 სექტემბერს 11:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პრეზენტაცია გაიმართება.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები თსუ-ში
18 სექტემბერი, 2014
19 სექტემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თამარ ვეფხვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია
17 სექტემბერი, 2014
18 სექტემბერს 10:30 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საინფორმაციო ცენტრში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს პირადად გაეცნობა.






Carpet Cleaning Calgary