სპარსული პიესის კითხვა
14 აპრილი, 2014
15 აპრილს 20:00 საათზე "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში" გაიმართება "თანამედროვე სპარსული დრამატურგიის" ტომში შესული ამირ დეჟაქამის ერთმოქმედებიანი დრამის – "დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!" საჯარო კითხვა, მსახიობი - დიმიტრი ალავიძე.


საღამოს პირველი ნაწილი დაეთმობა პიესის მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძეს, რომელიც სპარსული დრამატურგიის განვითარებაზე, მის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე ისაუბრებს. 

მისამართი: აღმაშენებლის #182, მუშტაიდის ბაღი








Carpet Cleaning Calgary