ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“ თსუ-ში
26 მაისი, 2014
27 მაისს 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობის დაწყებისა და მისი განვითარების პრობლემატიკაზე იმსჯელებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ღონისძიებას თსუ- რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია







Carpet Cleaning Calgary