"ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენლები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში
27 მაისი, 2014
28 მაისს 19:30 საათზე კავკასიის უნივერსიტეტს "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი და მარკეტინგის მენეჯერი თამარ ბადაშვილი ეწვევიან.

სტუმრები სტუდენტებს "მისტერ რექსის" სარეკლამო კამპანიის მიზნებს გააცნობენ და მათთან ერთად განიხილავენ სარეკლამო რგოლებსა და სარეკლამო კამპანიის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მისამართი: პოლიტკოვსკაიას #10







Carpet Cleaning Calgary