ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია
22 ივნისი, 2014
23 ივნისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია "ბაირონი დედანსა და თარგმანში" გაიმართება.

კონფერენციაში თსუ-ს სტუდენტებთან, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს 20 ქვეყნის 100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. დელეგატებს შორის იქნებიან ინგლისელი პოეტის პირდაპირი შთამომავლები: ლორდ ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი და გრაფინია ლიტონი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ-ს I კორპუსი, სააქტო დარბაზი







Carpet Cleaning Calgary