აღმოაჩინე სოფლის ცხოვრება
24 ივლისი, 2014
25 ივლისს 19:00 საათზე კაფე "დისქავერში" "სოფლის სოციოლოგთა კლუბი" გიწვევთ ფოტო–გამოფენაზე – "სოფლის ცხოვრება".

კოლექცია შედგენილია "სოფლის სოციოლოგთა კლუბის" მიერ განხორციელებული პროექტებისა და ექსპედიციების საფუძველზე. ასევე სათაგვგადასავლო და სასოფლო ტურიზმით დაკავებული Devi Asmadiredja-ის მიერ გადაღებული ფოტოებით.

გამოფენის ფარგლებში აჩვენებენ ალექსანდრე გაბელიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სოფლის ოპიუმი".

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მიღებული თანხა მოხმარდება "სოფლის სოციოლოგთა კლუბისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივის" ახალ პროექტს "გაუზიარე სოფელს".

მისამართი: ჭავჭავაძის #40








Carpet Cleaning Calgary