„თსუ გორდელას“ ალბომის პრეზენტაცია
29 სექტემბერი, 2014
30 სექტემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლის "თსუ გორდელას" ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, მიწვეული სტუმრები, თსუ-ს აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი







Carpet Cleaning Calgary