“ახალგაზრდული ორგანიზაციები განახლებული თბილისისათვის”
14 ოქტომბერი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფი, ლიდერთა კლუბის ხელმძღვანელობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, აცხადებს გამწვანების აქციაში მონაწილეთა მიღებას, პროექტის: "ახალგაზრდული ორგანიზაციები განახლებული თბილისისათვის" ფარგლებში. ყველას, ვისაც აინტერესებს ეკოლოგიის სფერო, ვისაც უყვარს ბუნება, ვინც ფიქრობს თბილისის უკეთეს მომავალზე, შეუძლია შეუერთდეს აქციას.

აღსანიშნავია, რომ აქციის თითოეული მონაწილე საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ახალდარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე.

აქციაში ჩართვა შეუძლიათ არა მარტო ფიზიკურ, არამედ, იურიდიულ პირებსაც: ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო კომპანიებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსაც.

იურიდიული პირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით მითითებულ ელ.ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე. აღნიშნეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური სახელწოდება, ხელმძღვანელი პირი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა.

შეავსეთ ონლინე-აპლიკაცია. აქციაში მონაწილეობა მიმდინარეობს 2 ეტაპად:

1. ონლინე -აპლიკაციის შევსება მითითებულ ლინკზე: http://goo.gl/I1wpJM
2. გასაუბრება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი, საღამოს 18:00 საათი.

ერთად გავამწვანოთ და ვიზრუნოთ თბილისზე!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით:

ტელ: (+995 595) 079 183
ელ.ფოსტა: info.leadersclub@gmail.com






Carpet Cleaning Calgary