„გზავნილი რაჭიდან“
10 ნოემბერი, 2014
გაიგე რა გზავნილი გამოატანეს რაჭიდან თქვენთან ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს!

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ჟურნალის "გზავნილი რაჭიდან" პრეზენტაცია გაიმართება.

ჟურნალი "გზავნილი რაჭიდან" მომზადებულია თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო საგნის - "ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში.

ჟურნალის "გზავნილი რაჭიდან" პრეზენტაციაზე ჟურნალისტები ისაუბრებენ იმ მიღწევებსა და პრობლემებზე, რომლებსაც რაჭაში, ონის რაიონში მუშაობისას წააწყდნენ. მოეწყობა სიუჟეტებისა და რეპორტაჟების ჩვენება. ასევე, იქნება ფოტოგამოფენაც, რომელიც ასახავს რაჭის ბუნებისა და რაჭველ ხალხს.

პრეზენტაციას დაესწრებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები, მოწვეული სტუმრები რაჭიდან, ასევე თსუ-ს სტუდენტები.

პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 60 წუთი






Carpet Cleaning Calgary