საბჭოთა მემკვიდრეობა - დღემდე გამოუყენებელი და ჩამოშლილი კრემატორიუმი
18 ივნისი, 2020
საბჭოთა მემკვიდრეობა - დღემდე გამოუყენებელი და ჩამოშლილი კრემატორიუმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის ტრასის ერთ-ერთი გადასახვევიდან სრულიად უცნობი და თავისებურად მშვენიერი თბილისი იწყება. გზა მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისკენ მიდის.

For English version click here - link.

იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

მწვანე მდელოებით, ულამაზესი ხედით თბილისის ზღვისკენ და ბეტონის ნარჩენებით დახუნძლული ადგილი დასასვენებელ არეალს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სასაფლაოს. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ უცნაური ნაგებობების მთელი კომპლექსი მოჩანს. ეს არის საბჭოური მეგალომანიისა და ბრუტალური არქიტექტურის კლასიკურ ნიმუში, საქართველოსა და კავკასიაში პირველი და ერთადერთი კრემატორიუმი, რომელიც 1970 წელს არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის პროექტის მიხედვით აშენდა.
(მისი ცნობილი ნამუშევრებია "ქორწინების სასახლე" და "ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა") ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასაფლაო ამ შენობების ფონზე გაცილებით საკრარულ იერს იღებს და ადგილის რიტუალურ დანიშნულებაზე მიანიშნებს. თავად რიტუალი კი არასოდეს შემდგარა.

My Page

1970 წლის თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით კრემატორიუმისთვის სწორედ მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შეარჩიეს, რომლის მშენებლობაც მიზნად ისახავდა ტერიტორიის „ეკონომიას“ და საფლავების მოწყობის ნაცვლად მიცვალებულთა კრემაციას. მოთხოვნის არარსებობის გამო შენობაში სპეციალური ღუმელები არასდროს დაუმონტაჟებიათ. 80-იან წლებში სასადილოდ გამოიყენებოდა, როგორც ჭირისუფლებისთვის, ისე სასაფლაოზე დასაქმებულებისთვის. უკვე 20 წელზე მეტია, რაც შენობას ეს ფუნქციაც დაკარგული აქვს და დაკეტილ სივრცეში მესაფლავეები ახლა მხოლოდ სამუშაო იარაღებს ინახავენ.

საქართველოში კრემატორიუმის მშენებლობის იდეა მეოცე საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა, თუმცა, არ განხორციელებულა. ეს პროექტიც მხოლოდ სანახევროდ შესრულდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი, ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. არგუმენტები რელიგიურია, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიასა თუ რელიგიურ მოძღვრებაში კრემაციის აკრძალვა არსადაა ნახსენები. არც საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება რაიმე პუნქტი, რომელიც რიტუალს კანონგარეშედ ცნობს. კრემატორიუმის მშენებლობის იდეის მომხრეებს კი არგუმენტებად დედაქალაქში სასაფლაოების გასაფართოებლად მიწის სიმწირე და დაკრძალვის რიტუალის მაღალი ხარჯი მოჰყავთ.

კრემაციის მომავალი საქართველოში მუხათგვერდის კრემატორიუმის ფორმებივით ამოუცნობი და ბუნდოვანია. ყოველ აღდგომას, ჭირისუფლები უფუნქციოდ მდგარ ბეტონის ნაგებობებს ცივად უქცევენ გვერდს. მათ დროდადრო უფრო და უფრო უჭირთ საფლავებთან მიახლოება. შორიახლოს მდგარი არქიტექტურული შედევრი თავისი ცივი კედლებით მათი მარშრუტისა და ცნობიერების ერთ-ერთი წინაღობაა, რომლის გადალახვასაც, დიდი ალბთობით, კიდევ მრავალი წელი დასჭირდება.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary