„შიშველი ფოტოგრაფია“
27 ივნისი, 2020
„შიშველი ფოტოგრაფია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

სოფი მდივნიშვილი ფოტოხელოვანია და მისი გადაღების მთავარი ობიექტი შიშველი სხეულია. საკუთარ სათქმელს სწორედ ესთეტიკური ფოტოებით გადმოსცემს. ფირიანი ფოტოაპარატით მუშაობს და წინასწარ არასდროს იცის, რა შედეგს მიიღებს.

For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

შემოქმედებითი გზა საინტერესოსთან ერთად საპასუხისმგებლო და საფრთხილოა, ახალგაზრდა ქალებთან მუშაობის პროცესი კი ხანგრძლივი და რთულია. ვინაობის გამხელას ყველა უფრთხის და საზოგადოების რეაქცია აშინებთ.

მართალია, სოფის შემოქმედებაში ანონიმურობა ყველაზე მთავარია, თუმცა, სწორედ ამ ასპექტის გამო თვლის, რომ მისი ფოტოგრაფია საქართველოს ამჟამინდელი სახეცაა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და მისი შემოქმედებისადმი ორაზროვანი დამოკიდებულებისა, ახალგაზრდა ფოტოგრაფი ქვეყნის დატოვებას მაინც არ გეგმავს და ნელ-ნელა პროფესიულად ვითარდება. სოფის აზრით, წინააღმდეგობა ხელოვანს ზრდის და საქართველოში მისი ფოტოები გაცილებით თამამი და ხმამაღალი ნათქვამია, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში იქნებოდა.
შიშველი ფოტოგრაფია

სოფი ძირითადად, ქალებს იღებს, თვლის, რომ მამაკაცებთან მუშაობა რადიკალურად განსხვავებული სპეციფიკაა, რასაც ასევე, დიდი შრომა სჭირდება და რისთვისაც ჯერ მზად არ არის. უახლოეს პერსპექტივაში ამ კუთხით განვითარებასაც გეგმავს.

დღითიდღე იზრდება ახალგაზრდა შემოქმედის მიმდევრების რაოდენობა, ამ ადამიანებს სოფის სათქმელი ესმით, მისი გადმოცემის მანერას აფასებენ, სტიგმასა და კომპლექსებს ისინიც ებრძვიან. ახალგაზრდა ქალს ისეთ საზოგადოებაში უნდა ცხოვრება, სადაც მის ფოტოგრაფიას სწორად გაიაზრებენ და სიშიშვილის მიღმა არსებულ ნააზრევს ჩასწვდებიან.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary