"ახალგაზრდული ქუჩის მხატვრობა"
15 ივლისი, 2020
"ახალგაზრდული ქუჩის მხატვრობა" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თბილისში მომრავლებული ქუჩის მხატვრობის ნიმუშებს შეამჩნევდით, ალბათ. ნამუშევრების უკან ენთუზიაზმით სავსე და ქუჩის მხატვრობისადმი უდიდესი სიყვარულის მქონე ახალგაზრდები დგანან.

For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

ბაჩამ, ჩილიმ და მიშკამ კედლების მოხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყეს. მეგობრები გრაფიტის ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლები არიან, საქართველოში. თავიდან მხოლოდ დამოუკიდებელ ნამუშევრებს ქმნიდნენ, თუმცა, 2016 წლიდან გაერთიანდნენ და ინდივიდუალურთან ერთად ერთიანი ხაზი სახელწოდებით "ცრუ" შექმნეს. სახელი ინგლისური სიტყვის crew (ეკიპაჟი, ბრიგადა) ინიციალების გადმოქართულებიდან მოდის. მხატვრებისთვის სამი ასო სამეულის ერთიანობას გამოხატავს და გარდა ამისა, ამ ასოების მოყვანილობა და გამოხატვის სტილი მათთვის ესთეტიკურია. ყოველთვის ხატავენ, როდესაც ამისი დრო და საშუალება აქვთ. აკრძალული და რთულად მისადგომი ადგილები მათთვის ყველაზე მიმზიდველია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს მათთვის ხელი შეუშლიათ. თუმცა, ხატვის სურვილი იმდენად დიდია, რომ მსგავსი წინააღმდეგობა მათთვის არა დაბრკოლება, არამედ მოტივაციაა. თვლიან, რომ გრაფიტი, როგორც ქალაქი და ქუჩა, საზოგადოების ანარეკლი და გამომხატველია და მათთან ერთად იცვლება და ვითარდება.

სახელოსნო

ბაჩამ, ჩილიმ და მიშკამ საფუძველი დაუდეს ფესტივალს "ფაბრიკაფიტი", რომლის ძირითადი მიმართულება გრაფიტია, თუმცა, ურბანული კულტურის სხვა მიმდინარეობებსაც მოიცავს. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქუჩის მხატვრებს მასპინძლობს. ძალიან მალე სამეული წიგნს გამოსცემს, რომელიც ხელოვნების ამ დარგის ისტორიასა და ტექნიკას მკითხველს შეასწავლის. გარდა ამისა, სურთ, რომ თავიანთი საყვარელი საქმე მსურველებს პროფესიულ დონეზე შეაყვარონ და საქართველოში გრაფიტი არტის პირველი სკოლა შექმნან.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary