მარიამობას, მრავალძალში
02 სექტემბერი, 2020
მარიამობას, მრავალძალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომლოცველები შეკრებას 27 აგვისტოს იწყებენ. ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელში მარიამობის დღესასწაულს ხვდებიან.

სოფელი მრავალძალი ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს.


For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

დილით, მრავალძალისკენ მიმავლებს უკან მანქანების კოლონა მოგვყვებოდა და წინ ღამენათევი და სოფელში ადრიანად ასული მომლოცველები გვხვდებოდნენ, რომლებიც უკვე შინ ბრუნდებოდნენ.

მრავალძალის მცხოვრები და ეკლესიის მესანთლე, ბართლომე სხირტლაძე ამბობს, რომ მარიამობისთვის სოფელში საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან.
სანთლების, სუვენირებისა და ხატების შეძენა ჭიშკართან გაშლილ დახლებზე, ან ეკლესიის ეზოში შეგიძლიათ. დილიდან წირვა მიმდინარეობს და მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ეკლესიის ეზოში მომლოცველებს ნახავთ, რომელთა ნაწილი ხატებს სწირავს, ტაძარს წრეს უვლის და სანთლებს ანთებს. ეკლესიაში შემსვლელთა და გამომსვლელთა რიგი არ წყდება, ამიტომ მომლოცველთა ნაწილი სანთლებს გარე კედლებზე ანთებს.
მარიამობა

ბევრი მომლოცველისთვის ცხვრის შეწირვა მარიამობის დღესასწაულის ნაწილია. რაც შეეხება საკლავის დაკვლას, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცხვარს ეკლესიას სწირავს და უშვებს, შემდეგ კი ეკლესია წყვეტს, გაშვებულ ცხოველს როგორ გამოიყენებს.
მარიამობას, მრავალძალში, დოღი იმართებოდა ხოლმე, რომელიც ახლა აღარ ტარდება, თუმცა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრ ცხენსა და ცხენოსანს ნახავთ.
წირვის შემდეგ მომლოცველებისთვის სუფრის გაშლაც ერთგვარი ტრადიციაა. სახლიდან წამოღებულ სანოვაგეს მინდორში შლიან და დღესასწაულის აღნიშვნას ასე აგრძელებენ.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary