თელავის კლუბი და ახალგაზრდები
16 ივნისი, 2021
თელავის კლუბი და ახალგაზრდები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
For English scroll down

სამაგიდო თამაშების თელავის კლუბი 2019 წელს შეიქმნა.

თავიდან ინიციატივა ერთი თამაშით "კატანი" დაიწყო.

მალე ინტერესი თამაშის მიმართ გაიზარდა და მოთამაშეებმა შეხვედრა მცირე სივრცეში დაიწყეს, სადაც ადრე ავტოფარეხი იყო. გარდა "კატანისა", კლუბს სხვა სამაგიდო თამაშებიც დაემატა.

კლუბმა 2019 წლის ნოემბრიდანვე დაიწყო ტურნირის ორგანიზება და ჩატარება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო თავი გამოეცადა და "კატანის" საუკეთესო მოთამაშის ტიტულისათვის ებრძოლა. ტურნირს სახელი "Telavi Open" მოუფიქრეს და ის უკვე 19-ჯერ ჩატარდა.

კლუბმა 2020 წელს პანდემიის გამო ორჯერ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა, კლუბის წევრები შეძლებისდაგვარად იკრიბებოდნენ ღია სივრცეებში, სკვერებში, ლაშქრობებზე და სამაგიდო თამაშებს თამაშობდნენ.

2020 წლის სექტემბრიდან კლუბმა ახალი სივრცე იპოვა, სადაც დღემდე ფუნქციონირებს.

სამაგიდო თამაშები

ამჟამად 40-მდე სამაგიდო თამაშია. კლუბის წევრთა რაოდენობა კი იზრდება. კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც თამაშით არის დაინტერესებული. კლუბის როგორც კომუნის დანიშნულება თამაში, პოზიტიური გარემოს შექმნა და საინტერესო სათემო იდეებსა და ინიციატივებზე მუშაობაა.

მიმდინარე პროექტებს შორის არის "ჯუნიორ კლუბი" და სოფლებში ვიზიტი, რომელიც თელავის ამერიკის კუთხესთან ერთად ხორციელდება. სოფლებში ვიზიტის მიზანია სამაგიდო თამაშების გაცნობა-პოპულარიზაცია. ახალგაზრდები სწავლობენ სხვადასხვა ინოვაციურ თამაშს, რაც მათ საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება. ჯუნიორ კლუბი შაბათ-კვირას ფუნქციონირებს. მისი დანიშნულებაა სამაგიდო თამაშების დახმარებით მოზარდებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორებიცაა: ვიზუალური მეხსიერება, ემოციური ინტელექტი, რესურსმენეჯმენტი, სტატუსკვოს ანალიზი, კრიტიკული აზროვნება და სხვა.

კლუბს გარდა თამაშისა, გასართობი სივრცის სტატუსი აქვს. ხშირად ეწყობა მუსიკალური თუ თემატური საღამოები. ადგილობრივი დამწყები დიჯეები თავის შესაძლებლობებს ცდიან. ასევე ეწყობა ხოლმე Hip hop-ის საღამოები ადგილობრივი ხელოვანების შესრულებით, რომლებიც კლუბის წევრები არიან.

ინიციატივის მიზანია თელავისათვის ახალი ნიშისა და სტატუსის შეძენა. ქალაქი, რომელიც არამარტო ისტორიით, კულტურით ან შესანიშნავი ღვინით იწონებს თავს, არამედ თანამედროვე სამაგიდო თამაშებიც პოპულარულია და ხელს უწყობს აზროვნებისა და გართობის ახალი ფორმების განვითარებას.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


It was in 2019 when they established Telavi Board Gamed Club. Initially, the initiative started with one game Catan, then other ones also appeared.

The club started organizing and holding a tournament in November 2019, where anyone could try and fight for the title of the best player of Catan. The tournament was named "Telavi Open". The tournament is held every month and the club hosted the event for 19 times already.

Due to the pandemic, the club twice ceased operations in 2020, although club members were trying to gather in open spaces, parks, hikes and play board games whenever possible.

And in September 2020, the club found a new space where it still operates.

There are currently about 40 board games presented in the club. At the same time number of club members is growing. Club membership is open to any adult who is interested in games. The purpose of it is to create a positive environment and to work on interesting community ideas and initiatives.

Ongoing projects include the Junior Club and a visits to the villages, which is carried out along with Telavi American Corner. The purpose of the visits is to get acquainted with and popularize board games. Young people learn innovative games that help them develop the skills they need. The Junior Club is open on weekends. Its purpose is to develop skills such as visual memory, emotional intelligence, resource management, status analysis, critical thinking and more in adolescents with the help of board games such as:.

In addition to the game, the club has the status of an entertainment space. Musical or thematic evenings are often organized. Local novice DJs are playing for the guests. Hip hop evenings are also organized by local artists who are members of the club.

The aim of the initiative is to purchase a new niche and status for Telavi. Now the city boasts not only history, culture or excellent wine, but also modern board games. Games which promote new forms of thinking and fun.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

 



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary