ბოლო ზარი ახალგორში
25 მაისი, 2022
ბოლო ზარი ახალგორში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგორის ქართულ საშუალო სკოლაში დღეს ბოლო ზარი დაირეკა. წელს სკოლა ხუთმა მოსწავლემ დაამთავრა.
სკოლადამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს. სკოლის დირექტორის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების კედლები 144-ე გამოშვებამ დატოვა. ღონისძიება ქართულ და რუსულ ენებზე წარიმართა.

2017 წლიდან დაბა ახალგორის ყველა სკოლა ეტაპობრივად კლასების მიხედვით რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. წელს ჯერ კიდევ ქართულენოვანი გამოშვება იყო.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდების მშობლები და ბებიები ესწრებოდნენ.

ბოლო ზარი

ცხინვალიდან ჩამოსულმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა სკოლადამთავრებულებს საჩუქრები გადასცა. საზეიმო ღონისძიებაზე რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.

ახალგორელები ღონისძიებებით, სადაც ადგლობრივებიც აქტიურად არიან ჩართულები, განებივრებულები არ არიან, 25 მაისი მათი რუტინული დღეებისგან განსხვავდებოდა.


პროექტს „სამხრეთ კავკასია ფოტოობიექტივში“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


There was a graduation event at Akhalgori Georgian School today. This year, only five pupils graduated from the school.

The graduates were seen off with a solemn event. According to the school principal, the 144TH edition of students left the educational institution. The event was held in Georgian and Russian languages.

From 2017, all schools in Akhalgori have gradually switched to the Russian-language system. There was still a Georgian language edition this year.
The event was attended by school students, their parents and grandparents.

The head of the emergency service from Tskhinvali handed over presents to the graduates. Representatives of the district administration delivered a speech at the ceremony and congratulated the young people on graduation.

Akhalgori residents don’t often have events where locals are actively involved, May 25 was different from their daily routine.


The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary