სასწავლო პროგრამები
ინტერპოლის სტაჟირების პროგრამა ლიონში, საფრანგეთი
10 მაისი, 2015
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტირებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს.
თვიური სტიპენდია შეადგენს 550 ევროს. კანდიდატი უნდა წარმოადგენდეს ინტერპოლის წევრ ქვეყანას და უნდა იყოს სრულწლოვანი. კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურს და ერთ–ერთ ენას: ფრანგულს, ესპანურს ან არაბულს.
გახდი სტაჟიორი გერმანიის ბუნდესლიგაში
10 მაისი, 2015
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015წლის 30 ივნისი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლამდე ახალგაზრდებს შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ერაყი, იორდანია, ლიბანი, მაროკო, პალესტინის ტერიტორია, სირია, კვიპროსი, კოსოვო , ხორვატია, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, ტუნისი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი, ჩეხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ეგვიპტე, ალჟირი და ამერიკის შეერთებული შტატები.
დავეხმაროთ მოხუცებსა და ბავშვებს უგანდაში
10 მაისი, 2015
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 დეკემბერი. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს ზევით ახალგაზრდებს.
სერტიფიცირებული სტაჟირების პროგრამა ნიუ-იორკის მერიისგან
10 მაისი, 2015
ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ წარმატებული კარიერის შექმნის კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ. 2015 წლის აგვისტოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული ღონისძიება - „ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში“ გაიმართება, რომლის მონაწილე თქვენც გახდებით.
პროექტში მონაწილეობის ხარჯები შეადგენს 2800 აშშ დოლარს.
გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ამერიკაში
10 მაისი, 2015
პერიოდი-3-13 აგვისტო.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2015 წლის 3 მაისამდე გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე : eudiplomats@gmail.com სათაურის ზოლში მიუთითეთ UN USA.
ღია საზოგადოების ფონდის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები
10 მაისი, 2015
ღია საზოგადოების ფონდის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები აცხადებს სტიპენდიას ახალგაზრდებისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია 30–წლამდე ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატს საშუალება ექნება აწარმოოს სხვადასხვა სამუშაო პროდუქცია, მათ შორის ისეთი როგორიცაა: პუბლიკაციები, ანგარიშების და ბლოგების მომზადება, ისარგებლოს ინოვაციური საგანმანათლებლო და სასწავლო რესურსებითა და ინსტრუმენტებით, შექმნას ახალი კამპანიები და ორგანიზაციები, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობასა და დისკუსიებში, იმოგზაუროს კონფერენციებზე და წარადგინოს თავისი ნამუშევრები სხვადასხვა საჯარო სივრცეში.
შეჯიბრი ბრიუსელში გასამგზავრებლად
24 იანვარი, 2015
შემოიკრიბე თანამოაზრეები საერთო იდეის გარშემო, იყავი კრეატიული და გამოიყენე ინოვაციური მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისთვის; აჩვენე ევროპას შენი თავი, გაიმარჯვე, გაემგზავრე ბრიუსელში და წარდექი როგორც საქართველოს ელჩი წყლის დაცვის საქმეში.
საერთაშიროსო გაცვლით პროგრამა - ტრენინგი ესპანეთში
24 იანვარი, 2015
ყველა მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდას გთავაზობთ საერთაშიროსო გაცვლით პროგრამა-ტრენინგს ესპანეთში.
მოხალისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის
11 იანვარი, 2015

კანდიდატი, რომელსაც სურს გახდეს გაეროს მოხალისე, უნდა იყოს სულ მცირე 25 წლის. ზედა ასაკის ზღვარი არ არის დაწესებული. მოხალისეები შეძლებენ ჩაერთონ გრანტებში, ჰქონდეთ თვიური შემწეობა, ისარგებლონ დაზღვევით და იმოგზაურონ. პირი, რომელიც გადაწყვეტს გახდეს მოხალისე უნდა იყოს მზად შეხვდეს სირთულეებს.
სტიპენდიები სტუდენტებისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან
11 იანვარი, 2015
რუმინეთის საგარეო საქმეთა და ეროვნული განათლების სამინისტრო რუმინეთის კანონმდებლობის თანახმად აცხადებენ 85 სასტიპენდიო პოზიციას სტუდენტებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდეგი მეცნიერებებით: პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერება, განათლების მეცნიერება, რუმინული კულტურა და ცივილიზაცია, ჟურნალისტიკა, ტექნიკური სწავლებები, ნავთობი და გაზი, სოფლის მეურნეობა, ვეტერინაიული მედიცინა, აქრიტექტურა, მუსიკა, ხელოვნება.






Carpet Cleaning Calgary