სტუდენტთა ესსეების კონკურსი თემაზე - „ომი, მშვიდობა და ქალთა მონაწილეობა’’
08 ოქტომბერი, 2014

"სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის" აცხადებს სტუდენტთა ესსეების კონკურსს თემაზე - "ომი, მშვიდობა და ქალთა მონაწილეობა".


სულ შეირჩევა 6 საუკეთესო ესსე. მათი ავტორები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში - "ომი, მშვიდობა და ქალთა მონაწილეობა"". შერჩეული ესსეები (სტატიის სახით) დაიბეჭდება ელექტრონულ ჟურნალში, რომელიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. საუკეთესო ესეს ავტორებს ასევე გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ექნება დისკუსიებში ჩართვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება. კონფერენციაზე დამსწრეთ  დაურიგდებათ მონაწილეობის სერთიფიკატი.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლების სტუდენტს (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა).

ესსეს ტექნიკური მახასიათებლები:

• ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, უნივერსიტეტი, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, e-mail) მიუთითეთ თავფურცელზე. ერთი ნაშრომი შეიძლება წარადგინოს
ერთმა ან ორმა ავტორმა.


• ფონტი: Sylfaen;


• შრიფტის ზომა: 12;


• ინტერვალი: 1,15;

• სტატიის ზომა: 5-7 გვერდი;


• გამოყენებული წყაროები მიუთითეთ სქოლიოში ან ნაშრომის ბოლოს დაურთეთ ბიბლიოგრაფია. (iChcago/APA style
)


პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე პირი ვეღარ მიიღებს ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას!


ნაშრომები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info_yweps@yahoo.com


კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 19 ოქტომბერს.


ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 12 ოქტომბერი.


დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისათვის მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info_yweps@yahoo.com



 

 







Carpet Cleaning Calgary