იულია გაბარაევა - ქალი, რომელსაც საზოგადოება უნდა იცნობდეს
12 მარტი, 2021
იულია გაბარაევა - ქალი, რომელსაც საზოგადოება უნდა იცნობდეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა "ქალი ჩემი საზოგადოებიდან". სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

როდესაც გადავწყვიტე დამეწერა ქალზე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მომინდა მეკითხა ჩემი ოსი მეგობრებისათვის, ვის მიიჩნევდნენ ასეთ ადამიანად, ზოგმა ორი-სამი ისტორიული პერსონაჟი დამისახელა, ასევე, კულტურის წარმომადგენლები, ვისაც იცნობენ მსოფლიოში, თუმცა, ყველა აუცილებლად ახსენებდა იულია გაბარაევას, სწორედ მის გაცნობას ისურვებენ ფართო საზოგადოებისთვის.

იულიას ისტორიამ ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიისა და ბიოლოგიის კათედრის გამგე-ქიმიკოსი იყო. სწორედ ამ პერიოდში, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა დარიშხანის ქიმური ქარხნის აშენება. ხელისუფლება საუბრობდა პროექტის სარგებლიანობაზე და დიდ მოგებაზე, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დიდი საფრთხის მომტანი იქნებოდა როგორც ბუნების, ისე ადამიანებისათვის. ნარჩენები დააბინძურებდა წყალს და ატმოსფეროს, ადამიანებში შესაძლოა, გენეტიკური მუტაცია გამოეწვია, რომელიც თაობებზე გადავიდოდა. მინიმუმ ჯანმრთელობას საგრძნობლად დააზიანებდა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაიწყო მოძრაობა ქარხნის აშენების შესაჩერებლად, რომელიც სტუდენტებმა წამოიწყეს, მოგვიანებით კი მას საზოგადოების სხვადასხვა ფენა შეუერთდა.

მოგვიანებით ხელისუფლებამ გაარკვია, რომ პროტესტის მთავარი სულისჩამდგმელი სწორედ იულია გაბარაევა იყო, როგორც ქიმიკოსი ის კარგად ხედავდა ზემონახსენებ საფრთხეებს. იულიას მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მალევე დაიწყო რეპრესიები, ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, დაკავებით ემუქრებოდნენ, მუდმივად ავიწროებდნენ, რის გამოც ოჯახთან ერთად მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა.

მიუხედავად ყველაფრისა, იულია გაბარაევა კვლავ იბრძოდა, საუბრობდა იმაზე, რა საფრთხე ელოდა მის სამშობლოს და საბოლოოდ შეძლო გაექუმებინათ ქიმიური ქარხნის მშენებლობის პროექტი. პროექტი შეჩერდა, რის შემდეგაც ის კვლავ დაბრუნდა საკუთარ ქალაქში და იმ პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა, საიდანაც პროტესტის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს.

იულია გაბარაევა არის სიმამაცის და სიმტკიცის სიმბოლო, რომელსაც არ შეშინებია სისტემის წინააღმდეგ წასვლა, მაგალითი იმისა - როგორ შეიძლება გადაარჩინოს, თუნდაც, ერთი ადამიანის სამოქალაქო აქტივიზმმა საზოგადოება.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა პანდემია და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
სრულად
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა პანდემია და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული მიდგომები ჩვენთანაც მსგავსია, ისე როგორც ყველგან.
სრულად






Carpet Cleaning Calgary