ტრანსპორტის პრობლემები ერევანში
11 ნოემბერი, 2021
ტრანსპორტის პრობლემები ერევანში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ერევანში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში შეხვედრის ზუსტ დროზე ვერ შეთანხმდებით. არ არის ზუსტად გაწერილი განრიგი. საკითხავია ისიც, დანიშნულების პუნქტამდე როგორ მიხვალთ. ჩვენ ჭადრაკის ხალხივით ვამბობთ ხოლმე: როგორც ჭადრაკის მხედარი. ერევანში არის: ავტობუსები, ტროლეიბუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. 2004 წლიდან ტრამვაი აღარ დადის, მაშინ ძვიარიან და მოუხერხებელ ტრანსპორტად ჩათვალეს. მეტროც ცოტა ადამიანისთვის არის მოსახარხებელი, საქმე იმაშია, რომ მხოლოდ 10 სადგურია და 12 კილომეტრს ფარავს. ძალიან ცოტაა! ტროლეიბუსები ნელა მოძრაობს, განსაკუთრებით დილით, როცა სამსახურში გეჩქარება. რჩება ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები. ერევანში ხშირად ამბობენ, რომ ამ უკანსკნელისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 100 დრამი ღირს, ეს დაახლოებით 20 ცენტია. დღეს მოქმედი ტარიფი ჯერ კიდევ 1996 წელს დააწესეს. 2013 წელს ერევნის მერიამ გადაწყვიტა ფასის 150 დრამამდე მომატება (დაახლოებით 30 ცენტი), აღნიშნულმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ამიტომ ტარიფი არ გაძვირებულა. ქალაქის მაცხოვრებლები ამბობდნენ: ჯერ კარგი მომსახურება გაგვიწიეთ და შემდეგ მოუმატეთ ფასსო. სერვისის მომწოდებელი კომპანიები ამტკიცებდნენ, რომ ფინანსების გარეშე ხარისხს ვერ გააუმჯობესებდნენ.


2019 წელს ახალმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ტრანსპორტის მოდერნიზება დაიწყო. პროექტის შემმუშავებლებს 850 000 დოლარი გადაუხადეს. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელებისთვის 200 მლნ-მდე დოლარი იქნება საჭირო. შედეგის სანახავად დედაქალაქის მაცხოვრებლებს ორიოდე წელი ლოდინი მოუწევთ, უფრო მეტი თუ არა, ხელისუფლება სწრაფ ცვლილებებს მათ არ ჰპირდება. უნდათ, ინტეგრირებული ქსელი შექმნან, ტარიფებისა და ბილეთების მოქნილი სისტემით. როცა პროგრამა იწყებოდა, ამბობდნენ, რომ შედეგი ორი წლის შემდეგ იქნება. ობიექტურები რომ ვიყოთ, დღეს უკვე დადებითი ცვლილებები სახეზეა. ერევანში ახალი ავტობუსები შემოვიდა და კერძო სექტორისგან განსხვავებით, მერია მძღოლების ქცევასა და გარეგნულ სახეს ყურადღებას აქცევს. სანამ პრობლემა ბოლომდე არ მოგვარდება, მოქალაქეები საკუთარი ავტომობილის ყოლას ამჯობინებენ. შედეგად ჩვენს საყვარელ ქალაქში ზოგჯერ უსაშველოდ დიდი საცობია. თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, ტაქსის მომსახურება არც ისე ძვირია. მაგალითად, სამსახურში ყოველდღიურად 3 დოლარად მივდივარ, ნაცვლად 20 ცენტისა.


პ.ს. სანამ ბლოგზე ვმუშაობდი, 6 და 8-მეტრიანი ავტობუსების ერთი ნაწილი ჩინეთიდან ერევანში შემოვიდა.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სატრასნპორტო მოძრაობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary