"20 წუთში სოხუმიდან ოჩამჩირემდე"
14 ნოემბერი, 2021
"20 წუთში სოხუმიდან ოჩამჩირემდე" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ამ ბლოგსაც დამკვირვებლის თვალით დავწერ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა აფხაზეთსა და იქ არსებულ ცხოვებას გარედან შეხედოს. გამოცდილება საშუალებას მაძლევს, კარგად ჩამოყალიბებულ ქცევით კულტურაში ბევრი რამ გადავაფასო.
იმის მიხედვით, თუ როგო მგზავრობენ ადამიანები მანქანებით, როგორ მუშაობს ტრანსპორტი, ბევრის რამის გაგება შეიძლება იმ დროზე, თუ როგორ ცხოვრობს ესა თუ ის ქვეყანა.


აფხაზეთში ახლა მე მანქანით აღარ ვივლიდი. არადა, იყო დრო, სადღაც 20 წლის წინ, თავისი ოთხთვალათი შენ წინ გადამსწრები არაადეკვატური ადამიანი, რომელიც რესტორანში მიიჩქაროდა, შეიძლება გმირად არა, მაგრამ მამაცად მოგჩვენებოდათ.

ბევრი რამ სამწუხაროდ, ისე დარჩა, როგორც იყო, 20 წუთში სოხუმიდან ოჩამჩირემდე.

რიწის ტბა თოვლმა დაფარა, გუნდაობის დრო იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ჩვენი საბურავები ზფხულის იყო. ვიფიქრეთ, ბავშვებით სავსე მანქანით წავალთ და ადგილზე გავერკვევით.

სადღაც 5 წლის წინაც, სოხუმის მახლობლად ისეთი თოვლი მოვიდა, იშვიათად რომ არის ხოლმე, ქალაქის ყველაზე ახლო მდებარე ქედზე ასვლა და გუნდაობა გადავწყვიტეთ. შესაფერისი მანქანაც გვყავდა.  შევნიშნეთ, დაღმართზე ჩვენკენ ზაფხულის საბურავებიანი ბავშვებით სავსე "ნივა" როგორ მოდიოდა, რომელიც თითქმის უმართავი იყო. ეს ყველაფერი დათოვლილ, მოყინულ ვიადუკზე ხდება. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: უმჯობესი იყო ჩვენს მანქანას დაჯახებოდა, ვიდრე გზიდან გადაფრენილიყო. უმართავი ავტომობილის მძღოლმა ვერც კი მოიფიქრა, ბავშვები მანქანიდან გადაესვა. რა იყო ეს? ბრძოლა თვითგადარჩენის ინსტინქტთან.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით რაღაც უკეთესობისკენ იცვლება. ნაცვლად საკუთარი სიკვდილისკენ სწრაფად მიმავალი მძღოლებისა, უფრო მეტ მშვიდად მოსიარულე ავტომობილებს ვხედავთ. თუ ადრე, სიჩქარეს მხოლოდ რუსული ნომრის მფლობელი მანქანების მძღოლები აქცევდნენ ყურადღებას, ტურისტებს ჯარიმის ეშინოდათ, ახლა სიჩქარის რეჟიმს უფრო მეტი აფხაზი მძღოლი იცავს.

სამწუხაროა, რომ ეს ნორმა არ არის - ნორმაა 20 წუთში ოჩამჩირემდე ჩასვლა. ნორმალური მოძრაობა, ჯერჯერობით ეს არის ერთგვარი თავისებური ფლეშმობი, თუ გინდათ, ერთგვარი პროტესტიც არსებული რეალობის წინააღმდეგ.

მახსოვს, 15 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ დავიწყეთ, პირველად ომის შემდეგ, არა შეკეთება, არამედ გზების აღდგენა, როგორც ახლა ირკვევა, შორსმჭვრეტელმა ადამიანებმა დაიწყეს საუბარი და წერა, რომ გზების დაგება არ იყო საჭირო, რადგან ადამიანები დაიღუპებოდნენ. ასეც გამოვიდა, სიკვდილიანობა აფხაზეთის გზებზე, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ამ მხრივ ყველა მეზობელი ძალიან ჩამოგვრჩება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამოვიდა, რომ ჯობდა 20 წუთში ოჩამჩირეში არ ჩასულიყვნენ, ათობით, უფრო ზუსტად კი ასობით ახალგაზრდა ადამიანი ცოცხალი იქნებოდა.

უაზრობაა, ავტომობილის მართვის კულტურას შევხედოთ ქცევითი კულტურისგან დამოუკიდებლად, და უფრო ფართო სოციალური კულტურის კონტექსტისგან დამოუკიდებლად. ადამიანები ავტომანქანებით როგორც მოძრაობენ, ეს არის ანარეკლი იმის, თუ როგორ ცხოვრობენ, როგორი ღირებულებების მატარებლები არიან.

სიამაყე, დემონსტრაციულად გადახრილი სოციალური ქცევა, შიდა ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ, კანონის უპატივცემულობა - 20 წლის წინ მეჩვენებოდა, რომ ეს ომის შემდგომი დროებითი გარდაუვალი ეფექტია, მაგრამ კულტურის ნაწილად იქცა, მინიმუმ გარკვეული დროით, ნამდვილად.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სატრასნპორტო მოძრაობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary