ქორწილის ტრადიცია ცხინვალში
21 ნოემბერი, 2021
ქორწილის ტრადიცია ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ცხინვალში ქორწილი სხვა მასობრივ ღონისძიებებთან ერთად კვლავ აიკრძალა. მანამდე, თითქოს დღესასწაულების შეზღუდვას ელოდნენ, მიუხედავად, კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღისა, ყოველ შაბათ-კვირას ქორწილს იხდიდნენ. ადამიანების დაუდევრობამ და ხელისუფლების უმოქმედობამ ვირუსის მასობრივ გავრცელებს ხელი შეუწყო. ახლა დღესასწაულების გარეშე ვიცხოვრებთ, უახლოესი ერთი თვე მაინც. რესპუბლიკური მრავალპროფილური ცენტრების წითელი ზონები კოვიდ ინფიცირებულებით გადავსებულია.

შემოდგომა უძველესი დროიდან ქორწილის გადახდის პერიოდად ითვლება, სწორედ ამ დროს მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებელთა სახლები მოსავლით ივსებოდა. სამხრეთ ოსეთში მრავალრიცხოვან ქორწილს იხდიან, 300-დან 1000 კაცამდე. მოდიან ახლობლები, მეზობლები, კოლეგები, ნათესავები და მოგვარეები. ბოლო წლებია, რაც ეზოში გაშლილი დიდი სუფრა რესტრონებში ზეიმმა ჩაანაცვლა. ახლა უკვე დღესასწაულებს ცივილურად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის ჯიბეს შეიძლება მნიშვნელოვნად შეეტყოს. ქორწილის მეტისმეტად ხელგაშლილად გადახდის მოდურობის დევნამ ბევრი ოჯახს ვალი ააღებინა, ბევრს იხდიან, რომ საკუთარი შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ. ტრადიციის აღსანიშნად ბევრი ოჯახი ფაეტონს ქირაობს. მხედრები ნაციონალური სამოსით საქორწილო მანქანების წინ მიდიან ხოლმე. მანქანების კორტეჟი საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის თანხლებით ქალაქის ცნობილ ადგილებს უვლის - დიდების ხეივანს, ოსეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ახალგაზრდა წყვილი ჯვარს არ იწერს, ამ ფორმით კავშირისთვის კურთხევას ითხოვენ.

სამხრეთ ოსეთში დიდიხანია ქორწილის ტრადიციულ წესებით გადახდაზე უარი თქვეს. აი, ჩრდილოეთ ოსეთში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავდაპირველ ჩვეულებებს, რომლის თანახმადაც პატარაძალი საათობით სახლის კუთხეში დგას, რომელიც სტუმრების მილოცვებისა და კეთილი სურვილების მოსმენისას თავს ხრის. ცხივალშიც, ბოლო წლებში ზოგჯერ ადათ-წესებს იხსენებენ და პატარძალს ევროპული, ლამაზი, თამამი და ღია კაბის ნაცვლად ტრადიციულ ეროვნულ სამოსს (разгӕмттӕ ) აცმევენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთშიც სადღესასწაულო სუფრის თითქმის ერთი და იგივე ეტიკეტი მოქმედებს. ქეიფი ცეკვასა და ოქროს სამკაულების ჩუქების პროცესში გადადის. თუ დავაკვირდებით, დაქორწინებულთა რიცხვი მატულობს, სამწუხაროდ, იმატებს განქორწინებაც, მაგრამ მოდით, სევდიან ამბებზე ნუ ვისაუბრებთ.

ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ქორწილი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.



სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary