შეხვედრა
29 ნოემბერი, 2021
შეხვედრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეხვედრა პირველი. აღმოსავლეთ ევროპა.

ოქტომბერი იწურებოდა. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქართული ჯგუფი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ერთ ცივ ქალაქში მიემგზავრებოდა. სამხრეთ კავკასიელი ახალგაზრდებისთვის რამდენიმე დღიანი თავგადასავალი იწყებოდა.
მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით ვიყავით სავსე, განსაკუთრებით ჩვენ, ქართველები.

მსგავს ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის პირველი იყო. აფხაზებს ვხვდებოდით.

სხვადასხვა სახის ემოცია გვეუფლებოდა, მაგრამ არცერთი იყო მიუღებლობა, აუტანლობა, მტრობა. პირველი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

ჩვენი გაცნობის ამბავი ღიმილით დაიწყო და ყოველდღიურობაზე, ინტერესებზე, სურვილებსა და შეიარაღებული კონფლიქტის დანატოვარზე საუბრით გაგრძელდა.

ვსაუბრობდით ახალგაზრდები, რომლებსაც ერთნაირი რაღაცებიც მოსწონთ, უყვართ, დადიან მუზეუმებში, კინოში, თეატრებსა და ბარებში.

გარდა იმისა, რომ მსგავსი ფორმატის პროექტში პირველად ვმონაწილეობდით, აფხაზებსაც პირველად შევხვდით. აქამდე "ცოცხალი აფხაზი" არასდროს გვენახა.

freea
აღმოსავლეთ ევროპა. ფოტო ეკა მიმინოშვილი.


შეხვედრა მეორე. სამხრეთ კავკასია.


პირველი შეხვედრიდან მალევე სამხრეთ კავკასიის ერთ მშვენიერ ქალაქში კოლეგა აფხაზებს შევხვდით. მასპინძლები ვიყავით და როგორც მასპინძელს შეეფერება, ისე დავხვდით, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. გახსენებაზე ყველას გვეღიმება, ახლაც. ვცდილობდით, ერთმანეთზე დადებითი შთაბეჭდილება მოგვეხდინა.
წინ გრძელვადიანი თანამშრომლობა გველოდა, რომელიც დღემდე გრძელდება.

შეხვედრა მესამე... მეოთხე... მეხუთე...

ყოველი ახალი წელი გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან თანამშრომლობის, მეგობრობისა და ნდობის აღდგენის კიდევ ერთი ახალი ეტაპია.

ნდობა ჩვენს ურთიერთობაში მეტისმეტად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების უსაფრთხოება, ფიზიკური თუ მორალური გადარჩენა.

გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობა საზოგადოების ნაწილისთვის არასასურველია, მიუღებელიც კი.

წლების განმავლობაში გამართულმა არაერთმა შეხვედრამ გვანახა, რომ კოლეგიალობა, მეგობრობა, მხარდაჭერა და ერთმანეთის გათვალისწინება კარგად გამოგვდის.

შეხვედრა სულ პირველი. ჩვენამდე.

აფხაზეთში, ანტონი მაკას ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეხვდა, ქუჩებში სამხედროები გადაადგილდებოდნენ. არ იყო: გზები, გამართული ინფრასტრუქტურა, შუქი. ამ ყველაფერს მძიმე სოციალური ფონი ემატებოდა.

გალში, მივლინებით მყოფი ანტონის ცხოვრებაში მუდმივად მომღიმარი მაკა გაჩნდა, რომელიც ადგილობრივებს ეხმარებოდა, სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა. დაუღალავი და მშრომელი მაკა სულ ახსოვდა. თავის ერთ-ერთ ბლოგშიც სწორედ მასზე საუბრობს. გალში მცხოვრები მაკა ოჩამჩირელი ანტონისთვის თანამედროვეობის ერთ-ერთი გმირი ქალია და სიყვარულით იხსენებს.

გვჯერა, რომ ყოველი ახალი შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც სხვა დროში საერთო ინტერესებამდე მიგვიყვანს.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary