სპორტული ცხოვრების შესახებ აფხაზეთში
31 დეკემბერი, 2021
სპორტული ცხოვრების შესახებ აფხაზეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რამდენიმე კვირის წინ სეტოს გარდაცვალების შესახებ შევიტყვე. ჩვენს ძველ მწვრთნელს ძალოსნობაში 90-იანებისა და 2000-იანების თითოეული სოხუმელი იცნობდა.

შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ სეტრაკმა მთელი ქალაქის სავარჯიშო ხელსაწყოები მოაგროვა და ქალაქის ცენტრში სპორტული დარბაზი გახსნა. მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მინიმალურ თანხას იღებდა და ყოველგვარი სახელმწიფო და სხვა დახმარების გარეშე ახალგაზრდებს მხარში ედგა. მაშინ არსად იყო წასასვლელი, აფხაზეთში, საბავშვო და ახალგაზრდული სპორტის ინფრასტრუქტურა განადგურდა. თუ ბავშვები თამაშობდნენ, ისიც მინებჩამსხვრეულ დარბაზებში, სადაც უკვე დიდი ხანია არც გასახდელი ფუნქციორებდა და არც შხაპი.

საშუალო სიმაღლის სეტრაკი მშვიდ და მოკრძალებულ ადამიანად დამამახსოვრდა. ვარჯიშის დროს, ბიჭებს თვალს მდუმარედ ადევნებდა. ერთხელაც, როდესაც მსუბუქად ნასვამები სავარჯიშოდ მივედით, დარბაზიდან გაგვიყვანა და არჩევანის წინაშე დაგვაყენა - ალკოჰოლი ან სპორტი.

თავიდან სპორტი ავირჩიეთ, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე ალკოჰოლომა გაიმარჯვა, სამწუხაროდ.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამ წლის ნოემბერში სეტომ თავისი ცხოვრებისეული გზა დაასრულა.

წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილი აღადგინეს. ვერ დავიტრაბახებ, რომ აფხაზეთში, სპორტულ ცხოვრებას ზედმიწევნით თვალს ვადევნებ, მაგრამ რთულია ვერ შემაჩნიო ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთაშორისო სპორტულ დარბაზებს იპყრობენ. ტრენდულია კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა.

თუმცა, ვიცი, რომ სპორტსმენები და მათი მწვრთნელები მარტივ მდგომარეობაში არ არიან, აშკარაა, რომ სპორტის დაფინანსება სახელმწიფოს პრიორიტეტებში არაა, რომელსაც ფული ისედაც არასდროს აქვს, არც სპორტის მხარდამჭერი სისტემური პროგრამებია, სპორტსმენები და გუნდები სხვადასხვა შეჯიბრებაში არ მონაწილეობენ, ხშირ შემთხვევაში ახლობლებსა და მეგობრებში ფულს თავად აგროვებენ.

მეორე პრობლემაა აფხაზი სპორტსმენების სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებიდან გამოთიშვა, აფხაზეთის გაურკვეველი სტატუსისა და საქართველოს დიპლომატიური ზეწოლის გამო ნებისმიერ სტრუქტურაზე, რომელსაც აფხაზეთთან ჰუმანიტარული ხასიათის ურთიეთობა აქვს. აღნიშნულმა პოლიტიკამ ათწლეულების მანძილზე შედეგი ვერ გამოიღო, გარდა იმისა, რომ არსებული წინააღმდეგობა ისედაც გააღრმავა.

ყველა ზემოჩამოთვლილი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი სრულიად სხვა რამეში მდგომარეობს - კულტურაში. სპორტის კულტურა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაგალითი გვანახებს, იწყება არა მხოლოდ ეკონომიკური გაჯანსაღებით, არამედ ეს არის გრძელვადიანი სოციალური გაჯანსაღების შედეგი, რასაც აფხაზეთში ჯერ ვერ მივაღწიეთ. აფხაზეთის შსს-ს მონაცემებს გადავხედე, მხოლოდ ერთ კვირაში მძღოლებზე ადმინისტრაციული სამართალდაღვევის 123 აქტი გამოსცეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მართავდნენ. პატარა აფხაზეთისთვის ეს ძალიან ბევრია. ვერ ვხსნი, ასოციალურობიდან ნორმალურ ქცევაზე გადასვლა ასე რატომ გვიჭირს. სპორტის, ისევე როგორც, კულტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია სოციალური გარემოს გაჯანსაღებასთან.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სპორტი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary