სტუდენტების ნაწილი ზამთრის არდადეგებს სახლში გაატარებს
სტუდენტების ნაწილი ზამთრის არდადეგებს სახლში გაატარებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველები უკვე ირჩევენ მათთვის სასურველ ტურს. მთაში თოვლი კი სათხილამუროდ საჭირო სტანდარტების შესაბამისია. ზამთრის არდადეგების კურორტზე გატარება ფუფუნებად ითვლება, მაგრამ დასვენება საჭიროებით არის განპირობებული.მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლის III კვარტლის მონაცემებით 924 აშშ დოლარია. და მაინც, ზოგიერთი საშუალო შეძლების ოჯახი ახერხებს რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გასვლას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულების სრული პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმის ნელი კაკულიას თქმით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაავადებათა პროფილაქტიკისთვის ქალაქგარეთ დასვენება სასურველია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც. "ქართველებს ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად უცხოეთში გამგზავრება არც სჭირდებათ. მართალია, უარვყოფთ, რომ ხარჯი კურორტზე არსებული კომფორტისა და პირობების მიხედვით სხვადასხვაა და ზოგჯერ საკმაოდ შთამბეჭდავიც, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად მაინც ხელმისწვდომია. სათხილამურო კურორტი კი, სამწუხაროდ, მართლაც ფუფუნებაა - აღჭურვილობა საკმაოდ ძვირია, ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ბუნებრივია, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი".
იმის გასარკვევად თუ სად აპირებენ ზამთრის არდადეგების გატარებას სტუდენტები, იყენებენ თუ არა ისინი ტურისტული სააგენტოების მიერ შეთავაზებულ ტურებს ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
,,ზაფხულობით ზღვაზე ქობულეთსა და ბათუმში ვისვენებ, ზამთარში, რა თქმა უნდა, ბაკურიანში წავალ, არც წელს დავარღვევ ტრადიციას. ტურისტული სააგენტოებით არასდროს მისარგებლია, ჩვენთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა. რატომ უნდა გადავიხადო ბევრი, როცა შემიძლია უფრო დაბალ ფასშიც შევძლო ბაკურიანში ბინის დაქირავება და დასვენება" - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი რეზი ჭოჭუა.
,,ზამთრის არდადეგებს იტალიაში გავატარებ დედასთან ერთად. ტურისტული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ტურებით არასდროს მისარგებლია, ფასებიც არ ვიცი, მაგრამ მაინც არ ვიყენებ" - თქვა თსუ-ს სტუდენტმა თამარ ნატრიაშვილმა.
სტუდენტთა უმრავლესობა ფინანსების დაზოგვის მიზნით ამჯობინებს, რომ ზამთარში დასვენების დღეები საკუთარ სახლებში გაატარონ.
,,ვამჯობინებ დავისვენო ჩემს სოფელში, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზამთრის კურორტებზე დასვენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვერც სტუდენტური ფასდაკლებით შევძლებ სარგებლობას, რადგან ასეთი შეღავათი არც არსებობს ტურებზე""- გვითხრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტმა ნანუკა ბარამიძემ.
,,ზამთარში ძირითადად თბილისში ვრჩები, ისევე როგორც გარე, შიდა ტურებიც საკმაოდ ძვირია" - აღნიშნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტმა ნინუცა ნანიტაშვილმა.
ტურისტულ სააგენტოებში კი გვპასუხობენ, რომ სტუდენტებისთვის ფასდაკლება მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთებზეა, ისიც იმის მიხედვით, თუ რომელ ავიაკომპანიას აირჩევენ.
,,ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით ვაკეთებთ ტურებს, ახალგაზრდული ანუ სტუდენტური ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ავიაბილეთებზე. ფასიც სხვადასხვაა, გააჩნია მიმართულებას. ამ დროისთვის კი ახალგაზრდები არჩევანს აჩერებენ, ძირითადად, ევროპის ქვეზნებზე: ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი. ასევე დიდია მოთხოვნა ეგვიპტისა და თურქეთის ტურებზე" - გვითხრეს ტურისტულ სააგენტო ,,თრაველ სტუდიოში".
თუ სტუდენტები უცხოეთის ტურს აირჩევენ, ,,სტუდენტცარდ"-ის ფასდაკლება მხოლოდ ,,პეგასუსის ავიახაზებზე" მოქმედებს. ფასდაკლება ბილეთის საერთო ფასის 10 %-ს შეადგენს. ტურისტული კომპანიებიდან ,,Gეორგიან ნატიონალ ტრაველ" აცხადებს 10 %-იან ფასდაკლებას.
ტურისტულ კომპანია ,,ჩონკორდ ტრაველ""-ში კი გვითხრეს, რომ სტუდენტური ფასდაკლებები არ აქვთ, მაგრამ გარკვეულ შეღავათების გაკეთება მაინც შეუძლიათ სტუდენტებისთვის.
,,ვითვალისწინებთ რა საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას, სტუდენტებს ვთავაზობთ ტურებს შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში" - თქვა ,,ჩონკორდ ტრაველ""-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა თინათინ ბერიძემ.
ტურისტული სეზონი გუდაურში ოფიციალურად 22 დეკემბერს გაიხსნა. ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ამ დღეების განმავლობაში დასრულდება. საბაგიროთი სარგებლობისთვის საჭიროა შკყ Pასს-ის შეძენა. ერთი დღის აბონემენტის ღირებულება 30 ლარია. სტუდენტურ შკყ Pასს-ს ღირებულება კი 150 ლარია და ამ აბონემენტით სარგებლობა შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში.
,,ბაკურიანში სამვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიან ნომერზე ფასები საშუალოდ 140 ამერიკული დოლარია. შეღავათს თავად სასტუმრო აწესებს. ზოგიერთ სასტუმროში ფასდაკლება მხოლოდ 2 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება, ზოგში 4 წლამდე. აქ მხოლოდ 3 სასტუმროშიღაა დარჩენილი რამდენიმე თავისუფალი ნომერი. გუდაურში 2 იანვრამდე ყველა სასტუმრო და სასტუმროს ტიპის საოჯახო სახლი დაჯავშნილია" - გვითხრა ,,ჩონკორდ ტრაველ""-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა თინათინ ბერიძემ.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary