სწრაფი კვების ობიექტები და „ჯანმრთელი“ ახალგაზრდობა
30 ნოემბერი, 2013
სწრაფი კვების ობიექტები და „ჯანმრთელი“ ახალგაზრდობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,დიახ, საშინელებაა ორგანიზმისთვის ყოველდღიურად სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა, მაგრამ ხილ-ბოსტნეულით ვერ ვივლი უნივერსიტეტში’’ - ამბობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ასმათ ყურაშვილი. ასმათს სხვებიც დაეთანხმებიან და, საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი კვების ობიექტი და მისი პროდუქცია „ხსნაა“.
უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სხვადასხვა დიდ დაწესებულებასთან საცხობები და სწრაფი კვების ობიექტები სოკოებივით მრავლდებიან. როგორია სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის კვებითი ღირებულება? რამდენად მისაღებია მისი ხშირი მირთმევა? და საინტერესოა, კონტროლდება თუ არა აღნიშნული ობიექტები? ამ კითხვებზე პასუხი დააინტერესებს იმ ადამინებს, რომლებიც საშაურმეების, სახაჭაპურეების ხშირი სტუმრები არიან.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ეკატერინე გუგუშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს სურსათის დამზადება და შემდეგ რეალიზაცია. ამასთანავე, სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება) მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე სწრაფი კვების ობიექტებზე, მათ შორის საშაურმეებზეც: ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დგინდება განსაზღვრული მოთხოვნებისა და არსებული მდგომარეობის შესაბამისობა. შეუსაბამისობების აღმოჩენის შემთხვევაში ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" თანახმად ხდება შესაბამისი რეაგირება, კერძოდ: კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საწარმო წყვეტს სამუშაო პროცესს და ჯარიმდება, ხოლო არაკრიტიკულ შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს მიეცემა რეკომენდაცია და გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად’’.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 თვის (1იანვარი - 1 ივლისი) ანგარიშში ვკითხულობთ: ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, 300 ლარით დაჯარიმდა 88 ფიზიკური და იურიდიული პირი (გასულ წელს ანალოგიური დარღვევისთვის დაჯარიმდა სულ 15 პირი). ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად 1000 ლარით დაჯარიმდა 61 ბიზნესოპერატორი (2012 წელს მსგავსი დარღვევისათვის დაჯარიმდა მთელი წლის განმავლობაში სულ 25 ბიზნესოპერატორი). პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი (გასულ წელს მსგავსი კონტროლი არ განხორციელებულა).
ამის მიუხედავად ვიკვებებით სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციით. სანიტარული ზედამხედველობის მიუხედავადაც მათი ხშირი გამოყენება ცუდ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე.

,,ოთხი წელია, რაც აკადემიის სტუდენტი გავხდი, ყოველდღიურად მიწევს, ვიკვებო სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციით. ვიცი, რომ ეს არაა კარგი გზა და დარტყმას ვაყებენ ორგანიზმს. ხშირად მაქვს მწვავე ტკივილი კუჭის არეში, ეს წლების განმავლობაში მირთმეული ნახევარფაბრიკატების გავლენაა, სერიოზული გამოკვლევა მაქვს ჩასატარებელი კუჭზე ამ მხრივ’’ - ამბობს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი ლაშა ხუჭუა.

მსოფლიოში ექიმების მიერ უკვე მრავალჯერ აღიარებული ფაქტია, რომ ‘’ქუჩის საკვების’’ ხშირი გამოყენება ზიანს აყენებს ორგანიზმს. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება იწვევს წონის მატებას, ვინაიდან ამ ტიპის საკვებით ადამიანის ორგანიზმი ჭარბად იღებს რაფინირებულ ნახშირწყლებს (ცომეულისა და შაქრების სიჭარბის გამო) და ცხიმებს; ეს პროდუქტები ღარიბია მინერალებით, ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით; გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ მცირე ხნით ვიკლავთ შიმშილს, რომელიც ნახევარ საათში ისევ შეგვახსენებს თავს. სწრაფი კვების პროდუქტებს, როგორც წესი, მივირთმევთ ფეხზე, ნაჩქარევად, ხანმოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების წესიერად დაღეჭვას ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში დაუღეჭავად ხვდება. ,,ქუჩის საკვებით’’ კვებისას განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ასეთი საკვები. უმთავრესად ესენია ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ. კუჭის გადატვირთვას კი მივყავართ ისეთ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორებიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული’’ - აღნიშნა ექიმმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ. მისივე რჩევით, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მინიმალური რისკები სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტით კვებისას. ,,მნიშვნელოვანია, დავუკვირდეთ კვების ობიექტის სანიტარულ მდგომარეობას, დარწმუნდით, რომ საკვებს შესაბამის პირობებში ამზადებენ და ინახავენ. სწრაფი კვების ობიექტებში პროდუქტი შენელებულია უამრავი სანელებლით, რაც მას კარგ გემოსა და არომატს სძენს, ეს ნუ დაგაბნევთ. იმისთვის, რომ ცოტათი მაინც დავეხმაროთ ორგანიზმს ნახევარფაბრიკატების მონელებაში, აუცილებელია, ყოველი ლუკმა კარგად დაიღეჭოს. და რაც მთავარია, არ იყიდოთ ზედმეტად ცხიმიანი საკვები, მაგალითად, ზეთში შემწვარი ღვეზელის ყიდვას ყოველთვის ღუმელში გამომცხვარი აჯობებს’’.



სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary