ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარი დე კონინგმა ლექცია წიკითხა თემაზე - "ინფექციების ქიმიოთერაპია: პრინციპები, მოქმედების გზები და რეზისტენტობის მიზეზები".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონური კომპანია BDA Consulting-ისა და თსუ-ს ერთობლივი პროექტის "TSU School of Entrepreneurship" პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომი წარმოადგენეს, რომლის პრემიერა 4 ნოემბერს გაიმართა ანტონ ჩეხოვის პიესის ,,სამი და" მიხედვით.
„ლიგამუსში“ კვლევითი ხასიათის ფილმის „ლირის თეატრი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპექტაკლის პრემიერიდან 25 წლისთავს მიეძღვნა. პრეზენტაცია მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა.
კინოპროექტების საფესტივალო სტრატეგიისა და წარდგენის შესახებ საჯარო ლექცია და ორდღიანი ინტენსიური სემინარი ჩაატარა ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატმა და სელექტორმა, ასევე SOFA-ს (School of Film Agents — კინოაგენტთა სკოლა) დირექტორმა ნიკოლაი ნიკიტინმა.