საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით თსუ-ში აფხაზური და ოსური კულტურის დღე გაიმართა.
,,დავითიანნი" ატარებს ანდრია ნადირაძის საჯარო ლექციას ,,სამოქალაქო განათლება და საზოგადოება". ლექციის მიზანია სტუდენტების ცოდნის ამაღლება სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოების შესახებ. ლექცია მოიცავს 5 სალექციო კურსს, რომელიც დაიწყო 10 ოქტომბერს და ტარდება კვირაში ერთხელ.
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში შემეცნებითი საუბარი გაიმართა თემაზე ,,ქრისტიანული სიყვარულის შესახებ“.